ომის დროს სომხეთში 14 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, თქვენ რა გააკეთეთ? ვაშაძე პრემიერ-მინისტრს

საქართველოს პარლამენტში დღეს გამართულ კითხვა-პასუხის დროს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლის შემდეგ ოპოზიციური პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ხელმძღვანელმა გიორგი ვაშაძემ ხელისუფლების პოლიტიკა გააკრიტიკა და განაცხადა: „საომარ მდგომარეობაში სომხეთში 14 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა და თქვენ რა გააკეთეთ, რამდენი პროცენტით შეუწყვეთ ხელი ეკონომიკის ზრდას?
ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ყოფილმა თანამებრძოლმა თავის გამოსვლაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოში პენსიები და ხელფასები გაიზარდა ხელისუფლების შეცვლამდე – 2012 წელს.
“2012 წლამდე პენსიები 10-ჯერ გაიზარდა, თქვენ რამდენჯერ გაზარდეთ? იცით, რამდენ ხელფასს იღებს ჯარისკაცი, იქნებ იმაზე ნაკლებს, ვინც ყავას გიმზადებთ?” ახლა იუსტიციის სახლებში იღებენ ხელფასს 1000 ლარს, მაგრამ ეს შეიძლება იყოს 3000-4000, თუ ქვეყანას არ უხელმძღვანელებთ“, – განაცხადა დეპუტატმა.







