კულტურა

განძაში დაიწყო ვაჰან ტერიანის სახლ-მუზეუმის მემორიალური ნაწილის აღდგენითი სამუშაოები

განძაში ვაჰან ტერიანის სახლ-მუზეუმის მემორიალური ნაწილის აღდგენისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ტერიანისადმი მიძღვნილი „შემოდგომის მელოდია. პოეზიის საღამოს“ ფარგლებში ორგანიზებულ ვიზიტის ფარგლებში „არმენპრესს“-ის კორესპონდენტთან საუბარში განაცხადა ფონდ „ჯავახეთის მხარდაჭერის“ დირექტორმა სამველ მკოიანმა. https://armenpress.am/arm/news/1097761.html?

„2021 წელს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტისა და ქველმოქმედთა მხარდაჭერით ტერიანის სახლ-მუზეუმის საგამოფენო დარბაზი პირველ ფაზაში აღდგა. ახლა დავიწყეთ მემორიალური ნაწილის აღდგენის სამზადისის მეორე ეტაპი. ჩავატარეთ გეოდეზიური კვლევები, ვამუშავებთ საბოლოო პროექტს, რომ ვნახოთ, როგორი იქნება მემორიალური ნაწილი. მოკლე დროში პროექტი იქნება საბოლოო ფორმაში, რის შემდეგაც ჩვენ გავაგრძელებთ სამშენებლო სამუშაოებს“, – განმარტა მან.

მუზეუმის მკვლევარის, ლიზა აბგარიანის თქმით, მემორიალური ნაწილის აღდგენა აუცილებლობაა. შესამჩნევია, რომ კედლები სველია, არის ჩამონგრევები. მუზეუმის დამთვალიერებლებზე საუბრისას აბგარიანმა აღნიშნა, რომ მათი უმეტესობა სომხეთიდანაა, არიან უცხოელი ვიზიტორებიც, მათ შორის ქართველებიც.

ტურის ფარგლებში სტუმრებს საშუალება მიეცათ გაეცნონ ჯივანის სახლ-მუზეუმს, დაათვალიერონ ფარვანას ტბა და დატკბნენ ახალქალაქის ღირსშესანიშნაობებით.

2019 წელს, ტერიანის დღეების ფარგლებში, ფონდმა „ჯავახეთის მხარდაჭერა“ გამოაცხადა მზადყოფნა აღადგინოს ვაჰან ტერიანის სახლ-მუზეუმი, რადგან ის სავალალო მდგომარეობაში იყო. 2021 წელს ჯავახეთის სოფელ განძაში გაიხსნა პოეტის, საზოგადო-პოლიტიკოსის ვაჰან ტერიანის სახლ-მუზეუმის საგამოფენო დარბაზი, რომელიც გამოირჩევა მდიდარი და ლამაზი დიზაინური ნამუშევრებით, სამ ფენიანი ჩვენებებითა და ინოვაციური გადაწყვეტილებებით.

საგამოფენო დარბაზში ვაჰან ტერიანის ცხოვრების 7 ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია წარმოდგენილი. ბავშვობის წლები, სტუდენტური ცხოვრება ლაზარიანის სემინარიაში, შეხვედრები ჰოვანეს თუმანიანთან და ავეტიკ ისაჰაკიანთან, მთარგმნელობითი, სამეცნიერო, საზოგადოებრივი და პოლიტიკური მოღვაწეობა, ასევე სიცოცხლის ბოლო დღეები ორენბურგში.

სხვათა შორის, სატელეფონო აპლიკაციით „Arloopa “ შესაძლებელია საგამოფენო დარბაზის კედლებზე დახატული სურათების „ანიმაცია“.

პანდემიისა და ომის პირობებში ფონდმა შეძლო პროექტის პირველი ეტაპის, ტერიანის სახლ-მუზეუმის საგამოფენო დარბაზის რესტავრაციის განხორციელება. მეორე ფაზაში იგეგმება მემორიალური ნაწილის რესტავრაციის ორგანიზება, მესამე ფაზაში კი მთელი კომპლექსის აღდგენა მოხდება.

კარინე ტერტერიანი

ნახეთ მეტი
Back to top button