
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 23 ნოემბერს ერევანში კუხო-ს სამიტის ფარგლებში სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდება. “რია ნოვოსტის” ცნობით, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„დიახ, რა თქმა უნდა, დაგეგმილია“, – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს, უპასუხა რა კითხვას, იგეგმება თუ არა პუტინისა და ფაშინიანის შეხვედრა კუხო-ს სამიტის ფარგლებში.
როგორც პესკოვმა განმარტა, შეხვედრა 23 ნოემბერს არის დაგეგმილი.







