ეკონომიკა

ირანი ელექტროენერგიას სომხეთთან, აზერბაიჯანთან და რუსეთთან გაცვლის

მალე ელექტროენერგიის ბარტერი  მოხდება ირანს, აზერბაიჯანს, სომხეთსა და რუსეთს შორის.

საინფორმაციო სააგენტო IRNA-ს ცნობით, ამის შესახებ ელექტროინდუსტრიის 22-ე საერთაშორისო გამოფენის გახსნის ცერემონიაზე, ირანის ენერგეტიკის მინისტრმა ალი აქბარ მეჰრაბიანმა განაცხადა: განხორციელდა ირანისა და რუსეთის ელექტროქსელების სინქრონიზაცია და მალე განხორციელდება ტექნიკური ღონისძიებები ირანს, სომხეთს, აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის ელექტრო ქსელების საერთო სინქრონიზაციისთვის.

მეჰრაბიანმა აღნიშნა, რომ მეზობელ ქვეყნებთან გაცვლის საკითხი ირანის ელექტრომრეწველობის ერთ-ერთი მთავარი პროექტია. როცა ირანს სჭირდება, ელექტროენერგიას შემოაქვს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის სომხეთის რესპუბლიკიდან, აზერბაიჯანიდან, თურქმენეთიდან და როცა ჭარბი რაოდენობა აქვს, ექსპორტს ახორციელებს იმ ქვეყნებში, რომლებსაც ეს ენერგია სჭირდებათ.

20-23 ნოემბერს თეირანში ირანის ელექტროინდუსტრიის 22-ე საერთაშორისო გამოფენა გაიმართება.

გამოფენაში მონაწილეობს 350 ადგილობრივი კომპანია და 22 უცხოური კომპანიის წარმომადგენელი 9 ქვეყნიდან, მათ შორის ჩინეთიდან, თურქეთიდან, იტალიიდან, გერმანიიდან, ფინეთიდან, იაპონიიდან, სამხრეთ კორეიდან, ესპანეთიდან და ჩეხეთიდან.

ნახეთ მეტი
Back to top button