მთავარიპოლიტიკა

კონფლიქტი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კუხო-ს კომპეტენციას არ ეხება. კოსაჩევი

კონფლიქტი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის კომპეტენციას არ ეხება. როგორც “არმენპრესი” იუწყება, ამის შესახებ გაზეთ «Аргументы и факты» -სთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა დიპლომატმა, რუსეთის ფედერაციის ფედერალური ასამბლეის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ კონსტანტინე კოსაჩოვმა,  უპასუხა რა ჟურნალისტის შეკითხვას  – კუხოს და რუსეთს, როგორც სტრუქტურის ყველაზე  ძლევამოსილ წევრს შეუძლია თუ არა სომხეთს უფრო აქტიური მხარდაჭერა არმოუჩინოს აზერბაიჯანთან კონფლიქტში, უპირველეს ყოვლისა, სამხედრო, თუ “რუსეთს ახლა არ აქვს დრო სომხეთისთვის?”

https://armenpress.am/arm/news/1097784.html?

 „სომხეთისა და აზერბაიჯანის კონფლიქტი, ჩემი აზრით, არ ეხება ორგანიზაციის კომპეტენციას. კუხო-ს წევრი ყოველი ქვეყანა დამოუკიდებლად წყვეტს თავის დამოკიდებულებას მის მიმართ. რაც შეეხება რუსეთს, ცნობილია, რომ ჩვენ ყველაზე გულწრფელად  ვუჭერთ მხარს დარეგულირებას. უფრო მეტიც, ჩვენი ძალისხმევა თანაბრად არის საჭირო როგორც ამ, ასევე მეორე მხარისთვის. სხვაგვარად არ შეიძლება, მხოლოდ ასე შეიძლება განვითარდეს სიტუაცია“, – განაცხადა კოსაჩოვმა.

რუსეთის ფედერაციის ფედერალური ასამბლეის ფედერალური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის თქმით, სომხურ-აზერბაიჯანული კონფლიქტის მხოლოდ ერთი მხარის მხარდაჭერის პოზიციის დაფიქსირება მის გაღრმავებას ნიშნავს.

„აუცილებელია მშვიდობიანი მოგვარების პოზიციის მიღება და მისი მხარდაჭერა, რათა ამ მოგვარების პირობები ყველა მხარისთვის მისაღები იყოს“, – განაცხადა კოსაჩოვმა.

ნახეთ მეტი
Back to top button