სომხეთისა და საქართველოს საექსპერტო სტრუქტურებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება

18 ნოემბერს დელეგაცია სომხეთის იუსტიციის სამინისტროს საკო “გამოცდილების ცენტრის” დირექტორის დავით ღულიანის ხელმძღვანელობით შეხვდნენ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასთან არსებული ლევან სამხარაულის „კრიმინოლოგიის ეროვნული ბიუროს“ ხელმძღვანელს მამუკა ჯანგულაშვილს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასამართლო ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსს გიორგი თვაურს.
როგორც სომხეთის იუსტიციის სამინისტროდან გვაცნობეს, ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები გაეცნენ ორ საექსპერტო ცენტრების ყველა განყოფილებას, ლაბორატორიებში ჩატარებული გამოკვლევების სახეებსა და ქვეტიპებს, აგრეთვე, „კრიმინოლოგიის ეროვნული ბიუროს“ დნმ-ის ლაბორატორიის პირობებსა და აღჭურვილობას. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ექსპერტიზის ჩატარების თარიღებთან, მათ განხორციელების პროცედურებთან და საკანონმდებლო რეგულაციებთან, ექსპერტთა კვალიფიკაციისა და სერტიფიცირებასთან დაკავშირებული საკითხები.
დავით ღულიანმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნო “სომხეთის რესპუბლიკის საექსპერტო ცენტრის” განყოფილებები და გამოკვლევების სახეები, უახლესი თაობის აღჭურვილობა და მათი შესაძლებლობები, ექსპერტად გახდომის წესი და მოვალეობები, მათ შორის არსებული პრობლემები და ცენტრში მიმდინარე რეფორმების მიმართულებები მათ გადაწყვეტებთან დაკავშირებით, ცენტრის ბოლო წლეების მიღწევები და მათი გაფართოების ეფექტური პროცესები.
დავით ღულიანმა კოლეგებთან ერთად განიხილა ორმხრივ საინტერესო მრავალი სხვა საკითხი. მიღწეული იქნა შეთანხმება თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების შესახებ.







