ეკონომიკა

სომხური ატომური ელექტროსადგურის ახალი ბლოკი  ექსპლუატაციისთვის მზად უნდა იყოს 2036 წლისათვის

სომხეთი 2036 წელს აპირებს ატომური ელექტროსადგურის ახალი ენერგობლოკის გახსნას და მის სრულად ექსპლუატაციას, განიხილება 1000 ან 1200 მეგავატი სიმძლავრის ბლოკის აშენების ვარიანტი, ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა ახლის ტექნიკურ-ეკონომიკურ შესწავლაზე. ამის შესახებ “არმენპრესის” კორესპონდენტთან საუბრისას განაცხადა  სრ ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ჰაკობ ვარდანიანმა.

მინისტრის მოადგილის თქმით, გარკვეული დოკუმენტები უკვე გაფორმებულია, მაგალითად, ახალი ბლოკის მშენებლობის შესახებ მემორანდუმი “როსატომთან“, შეხვედრების ოქმები, სამოქმედო გეგმა და სხვა.  ახლა მიმდინარეობს მუშაობა ახალი ბლოკის  ტექნიკურ-ეკონომიკურ წინასწარ შესწავლაზე.

„ამ დროისთვის განიხილება 1000 ან 1200 მეგავატიანი ბლოკების ვარიანტი. მიმდინარეობს პირველადი ტექნიკურ-ეკონომიკური სამუშაოები, რათა გავიგოთ, შესაძლებელია თუ არა ამ ბლოკების გაერთიანება ჩვენს ენერგოსისტემასთან“, – განაცხადა ვარდანიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button