მთავარიპოლიტიკა

სომხეთი მზადაა შეხვედრისთვის  პრაღაში მიღწეული შეთანხმებისა და ფორმატის მიხედვით:  საგარეო საქმეთა სამინისტროს რეაქცია ალიევის განცხადებაზე

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განცხადებას, რომ 7 დეკემბერს ბრიუსელში სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან დაგეგმილი შეხვედრა არ გაიმართება, რადგან სომხური მხარე მხოლოდ იმ პირობით არის მზად შეხვედრისათვის, თუ მასში მონაწილეობას მიიღებს საფრანგეთის პრეზიდენტი.

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა ვაჰან ჰუნანიანმა “არმენპრესის” კითხვებს აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადების, ასევე სამშვიდობო ხელშეკრულების თაობაზე სომხური მხარის მიერ აზერბაიჯანისთვის წარდგენილ წინადადებებზე უპასუხა.

Კითხვა: აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ 7 დეკემბერს ბრიუსელში დაგეგმილი შეხვედრა არ გაიმართება,  ფორმატთან დაკავშირებით სომხური მხარის პოზიციის გამო. როგორ განმარტავდით ამას?

პასუხი: შეგახსენებთ, რომ წინა შეხვედრა პრაღაში, სადაც შეხვედრების გაგრძელების შესახებ შეთანხმება იყო მიღწეული, ოთხმხრივ ფორმატში შედგა და ლოგიკურია, რომ შეხვედრის ფორმატი და მონაწილეთა შემადგენლობა ერთი და იგივე იქნება. აზერბაიჯანული მხარის ყველა განცხადებას, რომ სომხური მხარე ცდილობს შეაფერხოს შეხვედრის გამართვა და სამშვიდობო პროცესი, არაფერი აქვს საერთო რეალობასთან. სომხეთის რესპუბლიკა მზადაა 7 დეკემბერს შეხვედრისთვის, პრაღაში მიღწეული შეთანხმებისა და ფორმატის მიხედვით.

Კითხვა. 7 ნოემბერს ვაშინგტონში გამართულ შეხვედრაზე სომხეთმა აზერბაიჯანს გადასცა სომხური წინადადებები სამშვიდობო ხელშეკრულებასთან დაკავშირებით. არის თუ არა რაიმე განვითარება ამ კუთხით?

პასუხი: ამ დროისთვის აზერბაიჯანს  ჩვენს წინადადებებზე  სამშვიდობო ხელშეკრულების შესახებ პასუხი არ გაუცია.

ნახეთ მეტი
Back to top button