პოლიტიკა

შურნუხის სკოლის წინ პანთურქული ლოზუნგის განთავსება მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ აგრესიის დემონსტრირებაა:  თათოიანი

სიუნიქის მაზრის გორისის სოფელ შურნუხის სკოლის წინ არის უკანონო აზერბაიჯანული შეიარაღებული პოსტი,  სადაც დიდი ასოებით წერია „Önce vatan“. ამის შესახებ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სამართლისა და იუსტიციის ცენტრის ფონდ „თათოიანის“ დირექტორი, უფლებადამცველი არმან თათოიანი წერს.

კერძოდ, მან დაწერა:

„სიუნიქის მაზრის გორის სოფელ შურნუხის სკოლის წინ არის უკანონო აზერბაიჯანული შეიარაღებული ლოკაცია, სადაც დიდი ასოებით წერია „Önce vatan“.

„Önce vatan“ არის ერთ-ერთი ფუნდამენტური თურქული ნაციონალისტური (და აგრესიული) ლოზუნგი, რომელიც შეიქმნა ათათურქის მმართველობის დროს 1930-იან წლებში.და ნიშნავს „პირველ რიგში სამშობლო“ ან „უწინარეს ყოვლისა სამშობლო“.

ეს სლოგანი პირდაპირ კავშირშია პანთურქიზმთან. თურქეთში მცხოვრები არათურქული ეთნიკური ჯგუფების ან ერების წარმომადგენლების თურქებთან თანასწორობას შესაძლებლად არ მიიჩნევს, რადგან თურქული ნაციონალიზმის მიხედვით, ერის, ეთნიკურად თურქი ჰომოგენური ერის შექმნის იდეა უთანაბრდება სამშობლოს იდეას. უფრო მეტიც, ეს ნაციონალიზმი ეფუძნებოდა ახალგაზრდა თურქების იდეოლოგიას, პანთურქიზმს და არსებითად მისი გაგრძელება იყო.

ამ აზერბაიჯანულ პოზიციაზე, სადაციქვე შურნუხის სკოლის მოსწავლეები  არიან, მუდამ მორიგე სამხედრო პირები დგანან,  რომლებიც შეიარაღებულები არიან და ყურადღბის ქვეშ ჰყავთ სკოლა და ბავშვებ. ამ შეიარაღებულ პოზიციას ასევე აქვს სათვალთვალო კამერები, რომლებიც ასევე აკონტროლებენ ადამიანების მოძრაობას და უკანონოდ აგროვებენ პერსონალურ მონაცემებს.

ეს ფაქტები გარო ღაზარიანთან და კარნიგ კერკონიანთან ერთად აღმოვაჩინეთ სიუნიქში ვიზიტის დროს. შემდეგ ფონდმა „თათოიანი„ ჩაატარა კვლევა.

ახლა კითხვა:

რა კავშირშია ეს ნაციონალისტური სლოგანი აზერბაიჯანის უკანონო შეიარაღებულ განლაგებასთან შურნუხის სკოლის წინ?

გასაგებია, რომ ბავშვებიც კი არიან მიზანში ამოღებული, ცდილობენ დააშინონ და ზეწოლა მოახდინონ ჩვენს შვილებზე. ის სპეციალურად კეთდება დიდი ასოებით და ისე, რომ ბავშვებმა დაინახონ.

ცხადია, ეს გაკეთდა მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ აგრესიის გამოსახატავად.

ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ  მიუთითებს, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებული პოსტები  არა მხოლოდ სერიოზულ საფრთხეს უქმნის ადამიანების ფიზიკურ უსაფრთხოებასა და სიცოცხლეს, არამედ მიზანმიმართული ქმედებებით ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, ბავშვებიც ჰყავდეთ განუწყვეტელ შეშფოთებასა და დაძაბულობაში.

აზერბაიჯანის პოსტები  უნდა იქნას აღებული  არა მხოლოდ ესკალაციის ტერიტორიაზე, არამედ სომხეთის  სოფლებისა  და თემებს შორის გზებიდანაც.  უნდა არსებობდეს უსაფრთხოების დემილიტარიზებული ზონა, რათა ხალხის ნორმალური ცხოვრება აღდგეს“.

ნახეთ მეტი
Back to top button