პოლიტიკა

ინდოეთის ყოფილი ელჩი სომხეთთან იარაღის ერთობლივი წარმოების შესაძლებლობას ხედავს

სომხეთში ინდოეთის ყოფილმა ელჩმა რინა პანდეიმ ისაუბრა იმ მითქმა-მოთქმაზე, რომ სომხეთმა იარაღი და საბრძოლო მასალა ინდოეთიდან შეიძინა. როგორც “არმენპრესი” იუწყება, სომხეთისთვის იარაღის მიყიდვის შესახებ პრესაში გავრცელებულ სიახლეებთან დაკავშირებით შეკითხვაზე, პანდეიმ უპასუხა: https://armenpress.am/arm/news/1098303.html

„ყველა ქვეყანას აქვს თავდაცვის შეთანხმება. და ძალიან კარგია, რომ აქაც გვაქვს (სომხეთში-რედ.). ჩვენ შეგვიძლია ვითანამშრომლოთ ერთობლივ წარმოებაზეც. თავდაცვის სფეროში თქვენ გაქვთ გარკვეული გამოცდილება, ჩვენ გვაქვს, ასე რომ ჩვენ შეგვიძლია გავუზიაროთ ეს გამოცდილება  ერთმანეთს”, – თქვა პანდეიმ.

ინდოეთის ყოფილმა ელჩმა სომხეთში სამხედრო თანამშრომლობის შესახებ კითხვის პასუხად განაცხადა, რომ კარგი იქნებოდა  სომეხი და ინდოელი სამხედროების ერთობლივი წვრთნების  ჩატარება.

ნახეთ მეტი
Back to top button