პოლიტიკა

“ფულს სუნი არ აქვს”:  რატომ ამბობენ უარს რომის პაპი და ვატიკანი ბაქოს კრიტიკაზე? Nouvelles d’Armenia

ფრანგმა მწერალმა სილვენ ტესონმა განაცხადა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის მიწვევით ვატიკანში მისი ბოლო ვიზიტის დროს მან სთხოვა რომის პაპს და ვატიკანის საგარეო საქმეთა მინისტრს, დაეგმოთ აზერბაიჯანის აგრესია სომხეთის წინააღმდეგ.  თუმცა, რომის პაპმა ფრანცისკემ და მინისტრმა აშკარად უარყვეს თხოვნა. წერს factor.am ( https://factor.am/583528.html ) Nouvelles d’ Arme՛nie-ზე დაყრდნობით  გაზეთის ცნობით, რამდენიმე დღის შემდეგ აზერბაიჯანულმა პრესამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 24 ნოემბერს მიიღო აზერბაიჯანში წმინდა საყდრის ახალი სამოციქულო ნუნციუსის, მთავარეპისკოპოს მარეკ სოლჩინსკის რწმუნებათა სიგელები. მარეკ სოლჩინსკი ამბობს, რომ რომის პაპმა ფრანცისკემ დააბარა  პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან  და პირველ ლედისთან  მეჰრიბან ალიევასთან სალამი და მოკითხვა. სახელმწიფოს მეთაური მიესალმა აზერბაიჯანის მონაწილეობას ვატიკანის ისტორიული ძეგლების აღდგენაში და დიდი შეფასება მისცა მის წვლლს კულტურათაშორის დიალოგში.  ელჩმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანული მხარე მზად არის გააგრძელოს ეს სამუშაო. მარეკ სოლჩინსკიმ კმაყოფილება გამოთქვა აზერბაიჯანსა და წმიდა საყდარს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის განვითარებით“, – წერს გამოცემა და დასკვნის სახით დასძენს: „ფულს სუნი არ აქვს“. აღსანიშნავია, რომ პოლონელი მარეკ სოლჩინსკი რომის პაპმა ფრანცისკემ ვატიკანის ელჩად თურქეთში 2022 წლის თებერვლიდან დანიშნა. მანამდე კი 2011-2017 წლებში იყო ვატიკანის სამოციქულო ნუნცია სომხეთში, საქართველოში და აზერბაიჯანში.

ნახეთ მეტი
Back to top button