საზოგადოება

“მამამისზე საუბრისას, ედუარდ სააკაშვილმა ძლივს შეიკავა თავი, რომ ცრემლები არ მორეოდა… აღფრთოვანებული ვარ ამ ახალგაზრდა კაცით!” – რას წერს იაგო კაჭკაჭიშვილი ექსპრეზიდენტის ვაჟზე

,,მეტრონომი.გე” წერს, რომ სო­ცი­ო­ლო­გი იაგო კა­ჭ­კა­ჭიშ­ვი­ლი ექ­სპრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ვა­ჟის, ედუ­არდ სა­ა­კაშ­ვი­ლის შე­სა­ხებ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს. მისი თქმით, აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლია ედუ­არდ სა­ა­კაშ­ვი­ლით და მისი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით მა­მის ირ­გვლივ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის მი­მართ.

“ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე რთუ­ლად მი­საღ­წე­ვი ამ ცხოვ­რე­ბა­ში სიყ­ვა­რუ­ლი­სა და მი­უ­კერ­ძო­ებ­ლო­ბის შე­თავ­სე­ბა მგო­ნია. რო­გორც წესი, ვინც გვიყ­ვარს, მათ მი­მართ ტენ­დენ­ცი­უ­რე­ბი ვართ. გუ­შინ, ინგა გრი­გო­ლი­ას­თან, მა­მა­მის­ზე სა­უბ­რი­სას, ედუ­არდ სა­ა­კაშ­ვილ­მა ძლივს შე­ი­კა­ვა თავი, რომ ცრემ­ლე­ბი არ მო­რე­ო­და. და, მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, არ და­უ­კარ­გავს “და­უ­ინ­ტე­რე­სე­ბე­ლი მჭვრე­ტე­ლის“ პო­ზი­ცია.

მა­ნამ­დე, მისი ინ­ტერ­ვიუ წა­ვი­კი­თხე ნეტ­გა­ზეთ­თან: „თუ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წილ­ში არ­სე­ბობ­და მო­თხოვ­ნი­ლე­ბა, რომ მის მი­მართ ყო­ფი­ლი­ყო რა­ღაც ტი­პის შუ­რის­ძი­ე­ბა, ან­გა­რიშს­წო­რე­ბა, დას­ჯა, ამ ადა­მი­ა­ნებ­მა სა­კუ­თარ მი­ზანს უკვე მი­აღ­წი­ეს.“ძა­ლი­ან ძნე­ლია, საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის გან­საც­დელ­ზე ისე ილა­პა­რა­კო, რომ სიმ­ძი­მის ცენ­ტრი სხვის ბრა­ლე­უ­ლო­ბა­ზე არ გა­და­ი­ტა­ნო. მე აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი ვარ ამ ახალ­გაზ­რდა კა­ცით!” – წერს იაგო კა­ჭ­კა­ჭიშ­ვი­ლი.

ნახეთ მეტი
Back to top button