პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი – გვაქვს ინფორმაცია, რომ არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებისა და ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნისგან იგეგმება პროვოკაცია ცხინვალისა და აფხაზეთის მიმართულებით

,,პირველი არხი” წერს, რომ ჩვენამდე მოვიდა ინფორმაცია, რომ რადიკალური არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებისა და ყოფილი ხელისუფლების ერთ-ერთი მაღალჩინოსნის მხრიდან იგეგმება უმძიმესი პროვოკაცია ცხინვალისა და აფხაზეთის მიმართულებით, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ყაველაშვილის თქმით, მათ მიზნად აქვთ, რომ პროვოკაციის შედეგად, საქართველოში დესტაბილიზაცია გამოიწვიონ.

„მინდა, გავაფრთხილო ეს ადამიანები, მავნებლები – იმ შემთხვევაში, თუ ისინი არ იტყვიან უარს ამ მავნებლურ ქმედებაზე, ვიტყვით მათი სახელები და გვარები. მათ მიზნად აქვთ, რომ ამ პროვოკაციის შედეგად, საქართველოში მოხდეს დესტაბილიზაცია, არიონ სიტუაცია და იმ გეგმზე, რომელიც აქამდე არსებობდა, ამ სახით მიაღწიონ შედეგს. კიდევ ერთხელ ვაფრთხილებ ამ ადამიანებს, დასახელდება მათი გვარები და იქნება უმკაცრესი რეაგირება. ესენი რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები არიან. ერთ-ერთი არის ყოფილი მაღალჩინოსანი. ჩემს განცხადებას აქვს პრევენციული ხასიათი. ყოველ შემთხვევაში, მათ ძალიან კარგად იციან, რაზე ვსაუბრობ. მათი მხრიდან თუ არ აღიკვეთება მსგავსი ქმედება, აუცილებლად მოხდება რეაგირება და იქნებიან დაშლილი. იგულისხმება, როგორც ყოველთვის, პროვოკაციების მოწყობა ცხინვალისა და აფხაზეთის მიმართულებით, რათა გამოიწვიონ ქვეყანაში დესტაბილიზაცია“, – აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.

ნახეთ მეტი
Back to top button