კულტურა

სომეხი რეჟისორების ფილმებმა „ავრორას გარიჟრაჟი“ და „ზულალი“ საერთაშორისო ჯილდოები მოიპოვეს

რეჟისორ ინა საჰაკიანის ფილმმა “ავრორას გარიჟრაჟი” და ჰაიკ ორდიანის “ზულალი” საერთაშორისო ჯილდოები მოიპოვეს. https://armenpress.am/arm/news/1098385.html?

,,არმენპრეს“-ის გადმოცემით, სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, დოკუმენტურ-ანიმაციური ფილმი „ავრორას გარიჟრაჟი“ საერთაშორისო კინოფესტივალის Tallinn Black Nights-ს  საკონკურსო პროგრამაში Baltic დაჯილდოვდა „ერთობლივი წარმოებისათვის ბალტიისპირეთის საუკეთესო მწარმოებლის“ ჯილდოთი.

სომხეთის რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით გადაღებული ანიმაციურ-დოკუმენტური ფილმი „ავრორას გარიჟრაჟი“ სომხეთ-გერმანია-ლიტვის ერთობლივი პროდუქციაა. მან ასევე  მხარდაჭერა მიიღო უდიდესი ევროპული კინოფონდიდან, EURIMAGE (სომხეთი, როგორც უმრავლესობის თანაპროდიუსერი). საპროდიუსერო კომპანიებია: “Bars Media”, Gebrueder Beetz Filmproduktion, Artbox Laisvalaikio Klubas, რეჟისორი და სცენარისტია ინა საჰაკიანი, პროდიუსერები ვარდან ჰოვჰანისიანი, კრისტიან ბიცი, იუსტე მიჰაილინაიტე. ფილმი შეიქმნა „ზორიანის“ ინსტიტუტის სამეცნიერო მხარდაჭერით და სომხების გენოციდის ზეპირი ისტორიის არქივის საფუძველზე.

ფილმში წარმოდგენილია ავრორა მარდიგანიანის ოდისეა სომეხთა გენოციდის გადარჩენიდან ჰოლივუდის ვარსკვლავებამდე. ჰოლივუდის ჩუმ ფილმში რეინკარნაციისას, მოზარდი გოგონა იმეორებს გენოციდის საშინელებებს, რათა მსოფლიოს მოუთხროს სომხების გენოციდის შესახებ.

ხოლო ჰაიკ ორდიანის მხატვრული ფილმი „ზულალი“ მონაწილეობდა მოსკოვის „კინო ბარიერების გარეშე“ (Кино без барьеров, Breaking Down Barriers) XI საერთაშორისო კინოფესტივალში, რომელიც მიეძღვნა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ცხოვრებას და გაიმარჯვა კატეგორიაში „საუკეთესო ფილმი ბავშვების შესახებ“.

ნახეთ მეტი
Back to top button