მთავარიპოლიტიკა

სომხეთის შეიარაღებული ძალები აღჭურვილია ინდური წარმოების Konkurs-M ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტებით

სომხეთის შეიარაღებული ძალები იჭურვება ინდური წარმოების ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებით. ამის შესახებ იუწყება ინდური სპეციალიზებული პორტალი IDRW.

https://factor.am/584493.html?

მედია წერს, რომ სომხეთი, ისევე როგორც ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკების უმეტესობა, იყენებს საბჭოთა პერიოდის იარაღს, მათ შორის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს. ცოტა ხნის წინ, ზოგიერთი მათგანი ინდოეთიდან იქნა შეძენილი. საუბარია Bharat dynamics შეზღუდული კომპანიის კონკურს-მ ტანკსაწინააღმდეგო მართვად რაკეტებზე, რომლებიც დამზადებულია რუსული პატენტით. Konkurs-M არის მეორე თაობის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა, რომლის გამოყენება შესაძლებელია მძიმე ჯავშანტექნიკის, ფორტიფიკაციისა და დაბალი სიჩქარით მფრინავი სამხედრო შვეულმფრენების დასარტყმელად. ამ დროისთვის ინდოეთის შეიარაღებულ ძალებს ამ ტიპის დაახლოებით 15000 რაკეტა მიეწოდება. დავამატოთ, რომ ბოლო დროს ინდური პრესა რეგულარულად ავრცელებს ინფორმაციას სომხეთის მიერ სხვადასხვა ტიპის იარაღის შესყიდვების შესახებ. მანამდე ინდური მასმედია იუწყებოდა, რომ სომხეთმა ინდოეთთან 250 მილიონი დოლარის იარაღისა და საბრძოლო მასალის შესყიდვის კონტრაქტები გააფორმა.

ემა ჩობანიანი

ნახეთ მეტი
Back to top button