პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მიიღო ეუთოს მინსკის ჯგუფის ამერიკელი თანათავმჯდომარე, კავკასიის მოლაპარაკებებში უფროსი მრჩეველი, ფილიპ რიკერი. პრემიერ-მინისტრი მიესალმა მის ვიზიტს რეგიონში და მაღალი შეფასება მისცა აშშ-ს, როგორც ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე სახელმწიფოს როლს. მხარეებმა განიხილეს მთიანი ყარაბაღის საკითხთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის, სტეფანაკერტსა და ბაქოს შორის დისკუსიების საერთაშორისო მექანიზმის ფორმირება. აზრები გაცვალეს სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების მოწესრიგების, რეგიონული სტაბილურობისა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სხვა თემებზე. მხარეები ასევე შეეხნენ სომხურ-ამერიკული სტრატეგიული დიალოგის ფარგლებში თანამშრომლობის საკითხებს. ხაზი გაესვა აშშ-ს მუდმივ მხარდაჭერას სომხეთში დემოკრატიული რეფორმების ეფექტიან განხორციელებაში.
მსგავსი სტატიები
თუ პუტინი წარმატებას მიაღწევს უკრაინაში, არსებობს რეალური რისკი, რომ ამით სხვა ავტორიტარული სუბიექტები წახალისდებიან – სტოლტენბერგი
19.03.2024, 15:39
ნიკოლ ფაშინიანმა ვლადიმერ პუტინს პრეზიდენტად ხელახლა არჩევის გამო მილოცვა გაუგზავნა
19.03.2024, 14:30