სომეხმა მზარეულებმა არაერთი ჯილდო მოიპოვეს ექსპოგასტის კულინარიის მსოფლიო ჩემპიონატზე
26-დან 30 ნოემბრამდე ლუქსემბურგში გამართულ Expogast l V&B კულინარიის მსოფლიო თასის დაჯილდოების ცერემონიას ნიდერლანდებში სრ საელჩოს მე-2 მდივანი დავით მირზახანიანი დაესწრო, რომელშიც ასევე მონაწილეობდა 12 სომეხი შეფ-მზარეულის გუნდი.
ექსპოგასტმა, რომელმაც წელს 50 წლის იუბილე აღნიშნა, ერთ ჭერქვეშ შეკრიბა პრესტიჟული საერთაშორისო მზარეულები მსოფლიოს 70-მდე ქვეყნიდან.
ტურნირის ფარგლებში სომეხმა შეფ-მზარეულებმა, რომლებიც წარდგნენ კატეგორიაში „საკონდიტრო ხელოვნება“ მოიპოვეს 1 ოქროს, 5 ვერცხლის, 3 ბრინჯაოს მედალი და მიიღეს 3 საპატიო სიგელი.
სომეხი შეფ-მზარეულების გუნდის მონაწილეობას პირველად ექსპოგასტში დიდად შეუწყო ხელი საერთაშორისო ცნობილმა შეფ-მზარეულმა სარკის იაკუბეანმა, იერუსალიმის მზარეულთა ასოციაციის TASTE OF PEACE-ის დამფუძნებელმა და პრეზიდენტმა.
ჩემპიონატის ფარგლებში სომხეთის ნაკრებმა ხელი მოაწერა თანამშრომლობის ხელშეკრულებას Worldchefs — World Association of Chefs Societies, რომლითაც სომხეთის სახელი ოფიციალურად დაიმკვიდრებს ადგილს კულინარიის სამყაროს რუკაზე.