პოლიტიკა

პრესტიჟულმა „ფიგარომ“ დეკემბრის ნომერი სომეხი ხალხის ისტორიას მიუძღვნა. უძველესი დროიდან 44-დღიან ომამდე

 პრესტიჟულმა ფრანგულმა პერიოდულმა „ფიგარომ“ თავისი ჟურნალის „ფიგარო – ისტორია“ დეკემბრის ნომერი სომეხი ხალხის ისტორიას მიუძღვნა. ჟურნალის გარეკანზე გამოსახულია ცნობილი ფრანგი სომეხი ფოტოგრაფის ანტუან აგუჯიანის ფოტო. ჟურნალის მთელი ნომერი დასათაურებულია: „სომხეთი. ისტორიის გამოცდას დაქვემდებარებული ერი. ტრაგედია და იმედი“.

https://armenpress.am/arm/news/1098733.html?

  „არმენპრესის“ ცნობით, ჟურნალი ეხება სომხეთის ისტორიის სხვადასხვა გვერდებსა და ეპიზოდებს, უძველესი დროიდან დღემდე, კონფლიქტების ისტორიას, აზერბაიჯანის მიერ მთიან ყარაბაღში გაჩაღებული ომის შედეგებს.

ჟურნალი შეიცავს სხვადასხვა დროის სხვადასხვა ფოტოგრაფის ნამუშევრებს, ხოლო ტექსტის ნაწილის ავტორები არიან როგორც სომეხი, ასევე უცხოელი ავტორიტეტული ისტორიკოსები. ანტუან აგუჯიანის ფოტოები გამოყენებული იყო 44-დღიანი ომის შემდეგ არცახში შექმნილ ვითარებაზე მინიშნებაში.

ჟურნალ “ფიგარო-ისტორიის” გარდა, “ფიგარომ” ნოემბერში საკუთარ ვებ-გვერდზე კვლავ გააშუქა სომხური სამხედრო-პატრიოტული არასამთავრობო ორგანიზაცია “ცოცხლად დარჩენის ხელოვნება”, ისევ ანტუან აგუჯიანის ფოტოებით. ამ სომხური ორგანიზაციის ტრენინგების ეპიზოდებს, ინტერვიუს ორგანიზაციის პრეზიდენტ ვოვა ვარდანოვთან, წარმოგიდგენთ ელიზაბეტ პირსონსი. გადაღებები მიმდინარეობდა თავად სასწავლო პროცესში, რომელშიც ჩართული იყო სხვადასხვა სფეროს მრავალი წარმომადგენელი.

ნახეთ მეტი
Back to top button