მთავარიპოლიტიკა

სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ უახლოეს კვირებში მორიგი შეხვედრის ორგანიზებაზე. პრაის

შეერთებული შტატები აქტიურად არის ჩართული სომხეთისა და აზერბაიჯანის დახმარებაში სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიანი მომავლის შესაქმნელად, განაცხადა ბრიფინგზე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ნედ პრაისმა.

„ჩვენ გავმართეთ ორი სამმხრივი შეხვედრა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. მხარეებთან სატელეფონო კავშირშია სახელმწიფო მდივანი ბლინკენიც. ბოლო შეხვედრის დროს საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ, რომ დააჩქარონ მოლაპარაკებები მომდევნო კვირებში კიდევ ერთი შეხვედრის ორგანიზების მიზნით. მათ მადლობა გადაუხადეს ამერიკულ მხარეს მინისტერიალის მასპინძლობისთვის. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიმედოვნებთ, რომ დიალოგი და კონსტრუქციული ატმოსფერო ორ ქვეყანას შორის გაგრძელდება, რადგან ჩვენ ვაგრძელებთ დიპლომატიის მხარდაჭერას, რომელსაც მივყავართ გრძელვადიანი მშვიდობისა და ორ ქვეყანას შორის საკითხების მოგვარებაზე“, – განაცხადა პრაისმა.

ნახეთ მეტი
Back to top button