მთავარიპოლიტიკა

სომხური ეროვნული სამკაულები, სუვენირები, კერძები საქართველოში მოწყობილ საქველმოქმედო ბაზრობაზე (ვიდეო)

3 დეკემბერს საქართველოს ქალთა საერთაშორისო ასოციაციის (IWAG) მიერ ორგანიზებული ტრადიციული საახალწლო საქველმოქმედო ბაზრობა გაიმართა, რომელშიც საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოც თავისი პავილიონით მონაწილეობდა. პავილიონში წარმოდგენილი იყო სომხური ეროვნული სამკაულები და სუვენირები, ტრადიციული კერძები და სასმელები.

სომხურმა პავილიონმა განსაკუთრებული ხიბლი მიიღო მშვენიერი თოჯინების, ტრადიციული სომხური ნაძვის ხის და სომხეთის სხვა სიმბოლოების წყალობით, რომლის დიზაინიც ეკუთვნის ცნობილ მეთოჯინეს  არმენ ჰოვჰანნისიანს.   ამ უკანასკნელმა ღონისძიების ფარგლებში ულამაზესი პერფორმანსი წარმოადგინა.

https://www.facebook.com/armcommunityge/videos/1355201461909428

ფოტო და ვიდეო საქართველოში სომხეთის საელჩოს ფეისბუქგვერდიდან

ნახეთ მეტი
Back to top button