მთავარიპოლიტიკა

სამხრეთ კავკასიაში „3+3“ ფორმატის შეხვედრა იგეგმება. სერგეი ლავროვი

მზადდება პლატფორმის შეხვედრა სამხრეთ კავკასიაში 3+3 ფორმატში, მიმდინარეობს თარიღების შეთანხმება. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აზერბაიჯანელ კოლეგა ჯეიჰუნ ბაირამოვთან შეხვედრაზე განაცხადა.

https://araratnews.am/show/70431?

„ჩვენ ასევე ვისაუბრეთ 3+3 საკონსულტაციო რეგიონული პლატფორმის საქმიანობაზე, ვგულისხმობ სამხრეთ კავკასიის სამ რესპუბლიკას და მათ სამ მეზობელს: რუსეთს, ირანს, თურქეთს. ახლა ჩვენ ვამზადებთ კიდევ ერთ ასეთ ღონისძიებას და ვთანხმდებით კონკრეტულ თარიღებსა და დღის წესრიგზე“, – განაცხადა ლავროვმა ბაირამოვთან მოლაპარაკების შემდეგ.

აღსანიშნავია, რომ ლავროვმა ბაირამოვთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ რუსეთი დაინტერესებულია ერევანსა და ბაქოს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებით.

ნახეთ მეტი
Back to top button