პოლიტიკა

აზერბაიჯანმა თურქეთთან და პაკისტანთან არ ჩაატარა სამხედრო წრთვნები სომხეთის წინააღმდეგ? – IRNA

ირანის საინფორმაციო სააგენტო IRNA-მ გამოაქვეყნა სტატია სათაურით “პასუხები პრეზიდენტ ილჰამ ალიევის კითხვებზე”, რომელშიც ამომწურავი პასუხები გასცა ალიევის კითხვებს მეზობელ ქვეყნებთან, განსაკუთრებით სომხეთთან და ირანთან ურთიერთობების შესახებ. ამის შესახებ ცნობას აქვეყნებს „ნიუს.ამ“-ი https://news.am/arm/news/733437.html

გთავაზობთ ტექსტს სრულად:

„აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ცოტა ხნის წინ წამოჭრა კითხვები ბაქოსა და თეირანის ურთიერთობებზე.

მან თქვა, რომ მუშაობდა ირანის სამ პრეზიდენტთან, მაგრამ  ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში დაძაბულობა არასოდეს ყოფილა ისეთ მაღალ დონეზე, რომელიც ამჟამად  არსებობს.

ღირს ბატონ ალიევს ვკითხოთ, რა არის იმის მიზეზი, რომ დღეს  ორ მეზობელს შორის ურთიერთობებში დაძაბულობა იზრდება?

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის პირველი შეკითხვა: რატომ ჩატარდა ირანის სამხედრო წვრთნები ჩრდილო-დასავლეთ საზღვრებზე? – უკეთესი იქნებოდა ალიევისთვის გვეკითხა:  რომელმა ქვეყანამ დაიწყო პირველმა სამხედრო წვრთნები  ამ რეგიონში. აზერბაიჯანის რესპუბლიკამ თურქეთთან და პაკისტანთან ერთად არ ჩაატარა სამხედრო წვრთნები ნახჭევანში სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ? ეს წვრთნები ირანის შეიარაღებული ძალების სამხედრო წვრთნამდე გაიმართა.

ირანის სამხედრო წვრთნები რეგიონის ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად გაიმართა, აზერბაიჯანის სამხედრო წვრთნები კი სომხეთის ტერიტორიულ მთლიანობის დარღვევის მიზნით.

რატომ არ უჩიოდა ბატონი ალიევი ამ  სამხედრო წვრთნებზე?

არათუ არ უჩიოდა, არამედ თურქულენოვანი ქვეყნების სამიტზე წარმოადგინა თავისი ისტორიული ამბიციები სომხური მიწების მიმართ და განაცხადა, რომ ცდილობს გამოიყენოს სამხედრო მეთოდი „ზანგეზურის დერეფნის“ გასახსნელად და სომხეთის ნაწილის მის ტერიტორიასთან დასაკავშირებლად.

ეს ქმედებები ნიშნავს  რეგიონის გეოპოლიტიკის შეცვლის მცდელობას, გეოგრაფიული საზღვრების საფრთხის ქვეშ დაყენებას, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას და ახალი კონფლიქტების შექმნას და ირანი ყოველივე ამას გულგრილად  თვალს ვერ ადევნებს.  

ირანის პოლიტიკურმა და სამხედრო ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის სამხედრო წვრთნები არც ერთ მეზობელს არ უქმნის საფრთხეს და იმართება რეგიონის ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად.

როგორც ირანი მხარს უჭერდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიულ მთლიანობას ყარაბაღისა და ამ ქვეყნის შვიდი რეგიონის მიმართ, ასევე მხარს უჭერს სომხეთის ტერიტორიულ მთლიანობას თავისი პრინციპული პოლიტიკის საფუძველზე, რადგან რეგიონალური კონფლიქტის გაგრძელება ნიშნავს მისი ქვეყნის უსაფრთხოების დარღვევას.

ილჰამ ალიევის სხვა შეკითხვა, რომელიც აშკარად ჩარევას წარმოადგენდა ირანის საშინაო საქმეებში, იყო ის, რომ  მან თავისი აზრი გამოთქვა ირანის აზერბაიჯანულენოვან რეგიონებზე.

ირანის ისლამური რესპუბლიკა აღიარებს აზერბაიჯანის რესპუბლიკის დამოუკიდებლობას და არ ცდილობს ისტორიული ამბიციების წარმოჩენას ამ ქვეყანასთან მეგობრობის შესანარჩუნებლად და უკეთესი იქნება, თუ ბატონი ალიევი ისტორიულ საკითხებს ისტორიკოსებს დაუტოვებს და ნებას  დართავს ორივე ქვეყანას კარგი ურთიერთობები ჰქონდეთ ერთმანეთთან.

ბატონი ალიევის მესამე შეკითხვა ეხებოდა ირანის ურთიერთობებს სომხეთთან, ურთიერთობებს, სადაც ის ცდილობს გადააქციოს დაბრკოლებად სომხეთის წინააღმდეგ ომში მისი წარმატებისთვის.

ირანისა და სომხეთის ურთიერთობა მეზობლებთან თეირანის პოლიტიკის ფარგლებშია და არ არის მიმართული რომელიმე სხვა ქვეყნის წინააღმდეგ.

ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ დაიჭირა პრინციპული პოზიცია რეგიონალურ მოვლენებთან დაკავშირებით და მხარს უჭერს მეზობლების, მათ შორის სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიულ მთლიანობას იმ შემთხვევაშიც.

სამწუხაროდ, აზერბაიჯანის რესპუბლიკა, მიუხედავად ირანის პრინციპული პოზიციისა, ირაციონალურ პასუხად ცდილობს გააძლიეროს ურთიერთობები საოკუპაციო სიონისტურ რეჟიმთან და ეს ქმედება ახალ პრობლემებს უქმნის აზერბაიჯანის რესპუბლიკას.

ისრაელის სიონისტური რეჟიმი სულაც არ არის მუსლიმური სახელმწიფოების, განსაკუთრებით შიისტური  ქვეყნების მეგობარი და ცდილობს თავისი გავლენის დამყარებას ბაქოში.

ისრაელი არის ამერიკის ოპერატიული მკლავი რეგიონში და ამერიკა ყოველთვის ცდილობდა ხავერდოვანი რევოლუციების წაქეზებას ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა აზერბაიჯანის რესპუბლიკა, რაც თავად ბატონმა ალიევმაც კი აღიარა.

ირანისა და სომხეთის ურთიერთობა ლოგიკურია და ეფუძნება მეზობლობის პოლიტიკას, მაგრამ აზერბაიჯანში სიონისტური რეჟიმის ყოფნას თან ახლავს შეთქმულება, რომელიც ასევე მოეწყო აზერბაიჯანის მეზობლების წინააღმდეგაც.

აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან ისრაელის ურთიერთობების მომავალი ვერ ემსახურება ამ ქვეყნის ინტერესებს.

ვიმედოვნებთ, რომ ბატონი ალიევი, რომელიც გამოცდილი ადამიანია, შეეგუება რეგიონის რეალობას და არ ჩაერევა მეზობელი ქვეყნების საქმეებში.

ბატონმა ალიევმა იცის, რომ ირანი მეზობლებთან მეგობრობას ეძებს, არ აპირებს რომელიმე ქვეყანაზე თავდასხმას და იცავს მეზობელი ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობას, რათა დაიცვას თავისი პრინციპული პოზიციები.

ირანი ურჩევს აზერბაიჯანის რესპუბლიკას მიიღოს რეგიონის რეალობა და დაინახოს სიონისტური რეჟიმის მიერ მოქსოვილი ბადე.

პრაქტიკაში ირანმა დაამტკიცა, რომ ყურადღებით აკვირდება თავისი მტრების, განსაკუთრებით საოკუპაციო რეჟიმის მოძრაობას და საჭიროების შემთხვევაში, თეირანი შეიტანს  დღის წესრიგში პრევენციულ ზომებს.

ნახეთ მეტი
Back to top button