პოლიტიკა

გადაწყვეტილება უნდა მიიღონ ექიმებმა და სასამართლომ – პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი მიხეილ სააკაშვილზე

,,მთავარი არხი” წერს, რომ საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, გიორგი მსხილაძე მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით ამბობს, რომ მისთვის სასჯელის გადავადებაზე გადაწყვეტილება ექიმებმა და სასამართლომ უნდა მიიღონ. 

მისვე განცხადებით, სახელმწიფოა ვალდებული ყველა პატიმარს აღმოუჩინოს შესაბამისი დახმარება და მკრუნალობა გაუწიოს.

“პრეზიდენტმა, გითხარით კიდევ ერთხელ, რომ გააკეთა განცხადება, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება უნდა მიიღონ ექიმებმა და სასამართლომ. ასე რომ, მე დამატებით ვერაფერს გეტყვით. პირველი, რაც უნდა გაკეთდეს ეს არის პოლარიზაციის დაძლევა, ამიტომ პრეზიდენტი მე დარწმუნებული ვარ ყველა ნაბიჯს დგამს იმისკენ, რომ ეს პოლარიზაცია რამენაირად დასრულდეს ჩვენ ქვეყანაში ან შემცირდეს მაინც. 

ყველა პატიმრის, რომელიც იხდის სასჯელს, სახელმწიფო ვალდებულია მას აღმოუჩინოს შესაბამისი დახმარება და გაუწიოს შესაბამისი მკურნალობა, ამაზე მეტს მე ვერაფერ ვერ გეტყვით”, – თქვა მსხილაძემ.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაზე ან სასჯელისგან გათავისუფლებაზე სასამართლო 9 დეკემბერს იმსჯელებს. მოსამართლე გიორგი არევაძემ ადვოკატების შუამდგომლობა უნდა განიხილოს, რომელიც ექსპერტების დასკვნას ეფუძნება.

ნახეთ მეტი
Back to top button