მთავარიპოლიტიკა

აზერბაიჯანულ-თურქული სამხედრო წვრთნები მიმართულია სომხეთისა და ირანის წინააღმდეგ:  სეირან ოჰანიანი

აზერბაიჯანულ-თურქულ რეგულარულ სამხედრო წვრთნებს რამდენიმე

პრობლემა აქვს გადასაჭრელი. როგორც “არმენპრესი” იუწყება,

ამის შესახებ ფრაქცია „ჰაიასტან“-ის ხელმძღვანელმა სეირან ოჰანიანმა

ჟურნალისტებთან ბრიფინგზე განაცხადა. https://armenpress.am/arm/news/1099032.html

„პირველ რიგში, თურქეთისა და აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები აძლიერებენ თანამშრომლობას და მზადყოფნას ამა თუ იმ პრობლემის გადასაჭრელად. თუ სამხედრო წვრთნები ტარდება სომხეთისა და ირანის საზღვარზე და სწავლების ერთ-ერთ მონაწილეს აქვს პრობლემები, მაგალითად, მდინარეების გადაკვეთა, ეს ნიშნავს, რომ ეს წვრთნები მიმართულია თურქეთისა და აზერბაიჯანის მეზობელი სახელმწიფოების წინააღმდეგ და პრობლემები აქვს ამ ქვეყნებთან. მეორე არის სომხეთისა და ირანისთვის ძალის დემონსტრირება. ასევე აშკარაა, რომ ამ რეგიონში არის  კონფლიქტი  დასავლეთსა ირანს  შორის,  დასავლეთის წარმომადგენელი რეგიონსა და სამხრეთ კავკასიაში კი –  თურქეთია. შედეგად, თურქეთის სამხედრო წვრთნები ცხადია მიმართულია ირანის წინააღმდეგაც“, – განაცხადა ოჰანიანმა.

ფრაქცია „ჰაიასტან“-ის  ლიდერის თქმით, სწორედ ამიტომ ირანის ხელმძღვანელობა დიდი ხანია აცხადებს, რომ რეგიონში საზღვრების ნებისმიერი ცვლილება მიუღებელია, განსაკუთრებით სიუნიქის რეგიონში.

სეირან ოჰანიანი ხაზს უსვამს სომხურ-ირანულ მეგობრობას და აღნიშნავს,  რომ ირანს ამ რეგიონში სერიოზული როლი აქვს.

დეპუტატის თქმით, რეგიონში საკმაოდ დაძაბული ვითარებაა, განსაკუთრებით სომხეთისა და არცახის ირგვლივ უსაფრთხოების გარემო ძალიან მყიფეა და საბრძოლო მოქმედებები ნებისმიერ დროს შეიძლება დაიწყოს.

„ამ შემთხვევაში სომხეთის რესპუბლიკის შეიარაღებულმა ძალებმა უნდა გააკეთონ სერიოზული დასკვნა, ჩვენმა სახელმწიფომ სერიოზული შეფასებები გააკეთოს სამხედრო-პოლიტიკურ ვითარებაზე. სერიოზული მუშაობა უნდა ჩატარდეს შეიარაღებული ძალების შესავსებად და მსგავსი სამხედრო წვრთნების ჩასატარებლად. ისინი უნდა იყვნენ თავდაცვითი, რატომაც არა  – ასევე პრევენციულც“, – დაასკვნა ოჰანიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button