პოლიტიკა

ალენ სიმონიანი მართალი იყო, ლავროვი კი არა –  ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტი

ჟურნალისტებთან გამართულ ბრიფინგზე ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, ალენ სიმონიანმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ბოლო განცხადებებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ლავროვი „სწორი  არ არის“,  როდესაც მან პრაღაში განაცხადა, რომ სომხეთმა უკვე დატოვა არცახი აზერბაიჯანის შემადგენლობაში.

სიმონიანის მიხედვით. „იმავე განცხადებაში ის ლაპარაკობდა ერთ ვერსიაზეც,  რომელსაც მე ერთხელ ვუწოდე რუსული ვერსია, თუ გნებავთ, ლავროვის ვერსია. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არსებობდა რუსული ვერსია და, მისივე განცხადების საწინააღმდეგოდ, რუს ჟურნალისტებთან ჩემი ცნობილი ვიდეოს შემდეგ დაადასტურა, რომ ალენ სიმონიანი მართალი იყო, ლავროვი – არასწორიო“.

რაც შეეხება პრაღის განცხადებას, სიმონიანმა განაცხადა, რომ განცხადებაში არ არის ის, რაც ლავროვმა თქვა. „არავითარ შემთხვევაში არცახი არ დარჩენილა  პროცესებს მიღმა, უნდა მოხდეს არცახისა და აზერბაიჯანის პირისპირ საუბარი. მოლაპარაკებებისას  იყო ვარიანტი, როდესაც არცახი მართლაც იყო გამორიცხული, მაგრამ სომხეთმა უარყო ეს მოლაპარაკებები და არ შესულა ამ მოლაპარაკებებში.

ნახეთ მეტი
Back to top button