ანალიტიკაპოლიტიკა

„თურანულ ალიანსს“ სომხურ-ირანული ცივილიზაციური ალიანსი უნდა დაუპირისპირდეს. ვარდან ვოსკანიანი

იმისათვის, რომ დაუპირისპირდეს ბაქოსა და ერდოღანის ადმინისტრაციებს შორის ჩამოყალიბებულ „თურანულ ალიანსს“, სომხეთის ხედვა და გეგმა ასევე აუცილებლად უნდა მოიცავდეს ალიანსის შექმნას ნებისმიერ რეგიონულ ზესახელმწიფოსთან, რომელიც უტოლდება ან აღემატება თურქეთს. ამის შესახებ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს ირანიოლოგი ვარდან ვოსკანიანი. https://news.am/arm/news/738089.html? „იცით ყველაზე მეტად რა აწუხებს ბაქოს ბარბაროსულ რეჟიმს? სომხეთის უბადლო და მოულოდნელი ქმედებები და ნაბიჯები.

ერთ-ერთი მათგანი შეიძლება იყოს სომხეთის უსაფრთხოების დონის ერთდროულად რამდენიმე ხარისხით გაზრდა ირანთან სამხედრო-პოლიტიკური ალიანსის შექმნით და ამოქმედებით.

იმისათვის, რომ დაუპირისპირდეს ბაქოსა და ერდოღანის ადმინისტრაციებს შორის ჩამოყალიბებულ „თურანულ ალიანსს“, სომხეთის ხედვა და გეგმა ასევე აუცილებლად უნდა მოიცავდეს ალიანსის შექმნას ნებისმიერ რეგიონულ ზესახელმწიფოსთან, რომელიც უტოლდება ან აღემატება თურქეთს.

ახლა უკვე შესაძლებელია ირანთან ისეთი შორსმიმავალი და გრძელვადიანი ალიანსის ჩამოყალიბება, რომელიც უნდა და შეიძლება დაფუძნებული იყოს მკაფიო იდეოლოგიურ კომპონენტებზე.

ვინაიდან სომხეთი და ირანი ამ რეგიონის უძველესი ცივილიზაციური ცენტრებია, ბარბაროსული, ანტიადამიანური და ექსპანისტური ხასიათის მქონე „თურანულ ალიანსს“ უნდა დაუპირისპირდეს სომხურ-ირანის ცივილიზაციური ალიანსი: „ორი ერი, ერთი ცივილიზაცია“, „ორი სახელმწიფო, ერთი ცივილიზაცია“, “ორი რელიგია, ერთი ცივილიზაცია”, “ორი ენა, ერთი ცივილიზაცია” მრავალმხრივი იდეოლოგიური წინაპირობით”,- აღნიშნა მან.

ნახეთ მეტი
Back to top button