ეკონომიკა

სომხეთ-საქართველოს ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა ხელს შეუწყობს ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობას

სომხეთის მთავრობამ მოიწონა  სომხეთსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის 2015წ. 16 მარტს ხელმოწერილი ფინანსურ ხელშეკრულებაში „კავკასიის ელექტროგადამცემი ქსელი“ ცვლილებების შეტანის შესახებ No2 წერილზე ხელმოწერის წინადადება.

ამის შესახებ ცნობას აქვეყნებს news.am-ი (https://news.am/arm/news/738278.html)

„კავკასიის ელექტროგადამცემი ქსელის“ პროექტის განსახორციელებლად ევროპის საინვესტიციო ბანკთან 10 მილიონი ევროს ფინანსური ხელშეკრულება გაფორმდა. პროექტის განხორციელების პროცესიდან გამომდინარე ფინანსური ხელშეკრულების ვადა 2027 წლის 31 დეკემბრამდე გაგრძელდება.

პროექტის მიზანია საქართველოს საზღვართან სომხეთისა და საქართველოს ენერგოსისტემების დაკავშირება, რის  შედეგად, დაგეგმილია პირველ ეტაპზე სომხეთ-საქართველოს ელექტროენერგიის გაცვლის სიმძლავრის გაზრდა მოქმედი 200 მეგავატიდან  350 მეგავატამდე, შემდეგ კი რეგიონული ბაზრის მოთხოვნიდან გამომდინარე 1050 მეგავატამდე.

პროექტის მიზანია ასევე საქართველოსა და ირანის ენერგოსისტემებთან სტაბილური მუშაობის უზრუნველყოფა, სამივე ქვეყნის ენერგოსისტემების პარალელურ რეჟიმში ფუნქციონირების მიზნით. ენერგეტიკის სფეროში რეგიონული ჩრდილოეთ-სამხრეთის ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობის განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სომხეთ-საქართველოს ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა.

ახალი საჰაერო გადამცემი ხაზების მშენებლობით შესამჩნევად გაუმჯობესდება მომსახურების ხარისხი, რაც შეუწყობს ხელს ენერგეტიკის სფეროში რეგიონული ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის განვითარებას, ასევე შეიქმნება წინაპირობა დსთ-სთან პარალელური მუშაობის ორგანიზებისთვის.

ნახეთ მეტი
Back to top button