პოლიტიკა

აზერბაიჯანს  წინ ვერაფერი აღუდგება არცახის სომხების დატერორების მიმართულებით

როგორც წერს “Infotek24.ru” (https://infoteka24.ru/2023/01/18/101159/) 17 იანვარს საღამოს ლაჩინის დერეფნის გადაკეტილ მონაკვეთზე აღმაშფოთებელი და უკიდურესად საშიში შემთხვევა მოხდა. აზერბაიჯანის ბლოკადის გამო ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში მშობლებს დაშორებული 19 ბავშვი გორისიდან არცახში  დააბრუნეს. თუმცა, შუში -ქარინტაკის მიმდებარე ტერიტორიაზე მანქანა სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილმა აზერბაიჯანულმა სპეცსამსახურებმა გააჩერეს. მანქანას კამერებით 10-15 აზერბაიჯანელი მიუახლოვდა, ზოგიერთი მათგანი მანქანაში შეიჭრა და მასში მყოფი ბავშვების გადაღება დაიწყო. აზერბაიჯანელების პროვოკაციული ქმედებების შედეგად მანქანაში ჭყლეტა მოხდა, რის შედეგადაც ერთ-ერთმა ბავშვმა გონება დაკარგა. ამის შესახებ არცახის უფლებადამცველი გეღამ სტეპანიანი აცხადებს. რუსმა სამშვიდობოებმა მოახერხეს აზერბაიჯანელი ტერორისტების მანქანიდან გადმოყვანა, რის შემდეგაც მანქანამ მოძრაობა განაგრძო. შემდეგ, გზის გადაკეტილ მონაკვეთზე გავლისას, აზერბაიჯანელები გამომწვევად გაჰყვიროდნენ ბავშვების გადამყვანი მანქანების მიმართულებით, აშინებდნენ და მორალურ ტერორში ამყოფებდნენ.

ამ ინციდენტში რუსი სამშვიდობოების ქმედებები აჩენს ბევრ კითხვას: როგორ მოხდა, რომ აზერბაიჯანელებმა მანქანა გააჩერეს რუსი მშვიდობისმყოფელების კონტროლირებად გზაზე?  როგორ მისცეს მტრის აგენტებს დაუცველ ბავშვებთან ერთად მანქანაში შესვლის უფლება? ვინ მისცა უფლება არასრულწლოვანი ბავშვების გადაღებისა  და ამ კადრების ინტერნეტში განთავსების? და ასეთი კითხვები ბევრია, მაგრამ აქ სხვა რამე უფრო მნიშვნელოვანია, ის რომ  აზერბაიჯანი ყველა დაბრკოლების მიუხედავად ახერხებს არცახელი მოსახლეობის დატერორებას.  ალიევის რეჟიმის მსახურები ვერ შეაჩერა იმ ფაქტმა, რომ მანქანაში მშობლებთან და უფროსებთან ერთად იყვნენ ბავშვები.

ვინაიდან ბავშვებიანი  ავტობუსი იყო პირველი მანქანა, რომელიც შევიდა არცახში, გარდა წითელი ჯვრის და მშვიდობისმყოფელების მანქანებისა, ამ საშინელ მაგალითზე  დაყრდნობით, შეიძლება ითქვას, რომ დერეფანში მოძრაობა სახიფათოა რიგითი მოქალაქეების სიცოცხლისთვის.  

შემთხვევითი არ არის, რომ არცახელები, რომლებსაც ახსოვთ აზერბაიჯანელებთან ერთად ცხოვრების გამოცდილება არცახის დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე, დარწმუნებულნი არიან, რომ აზერბაიჯანელებთან ნებისმიერი ურთიერთობა არის არცახის ეთნიკური წმენდის დასაწყისი, რადგან მათ ახსოვთ მტრობა და სიძულვილი სომხების მიმართ ჯერ კიდევ ყარაბაღის მოძრაობამდე. ხოლო სომეხი ხალხის მიმართ არმენოფობიის 30-წლიანმა პოლიტიკამ და სიძულვილის პროპაგანდამ კიდევ უფრო გაამხეცა აზერბაიჯანელები რაზედაც მოწმობს მრავალი სასტიკი და ბარბაროსული დანაშაული, როგორც 44-დღიანი ომის დროს, ასევე შემდგომ პერიოდში.

ბავშვებთან დაკავშირებით გუშინდელი შემთხვევა არა მხოლოდ აზერბაიჯანის მიერ სამმხრივი განცხადების დარღვევაა, არამედ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, კერძოდ, თავისუფალი გადაადგილების უფლების უხეში დარღვევა. ბლოკადა ომია და აზერბაიჯანი მას აწარმოებს არცახის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ.

ნახეთ მეტი
Back to top button