
პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ტელეფონით აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს ესაუბრა.
მხარეებმა განიხილეს აზერბაიჯანის მიერ ლაჩინის დერეფნის ბლოკირების შედეგად მთიან ყარაბაღში შექმნილი მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობა. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ლაჩინის დერეფნის ბლოკირებით აზერბაიჯანმა კიდევ ერთხელ მიმართა პროვოკაციულ ქმედებას და ფაქტიურად დაარღვია 2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივი განცხადებით ნაკისრი ვალდებულება.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა ლაჩინის დერეფნის უწყვეტი ფუნქციონირების მნიშვნელობას და აღნიშნა აშშ-ს მზადყოფნა გააგრძელოს წვლილის შეტანა ამ პრობლემის მოგვარებაში.
თანამოსაუბრეებმა გაცვალეს აზრები სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის, მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვის, რეგიონული ინფრასტრუქტურის განბლოკვისა და სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების ნორმალიზაციის საკითხებზე.







