
ევროპარლამენტმა მკაცრად დაგმო აზერბაიჯანის თავდასხმა სომხეთის სუვერენულ ტერიტორიაზე სექტემბერში და ლაჩინის დერეფნის უკანონო ბლოკადა.
ევროპარლამენტმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის განხორციელების 2022 წლის ანგარიშებში აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის მიერ 2022 წლის 12 სექტემბერს განხორციელებული უახლესი სამხედრო აგრესია სომხეთის სუვერენულ ტერიტორიაზე არის ცეცხლის შეწყვეტის დარღვევა და მოაქვს სერიოზული შედეგები სამშვიდობო პროცესებისათვის.
პარლამენტმა გამოთქვა შეშფოთება აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ სომეხი სამხედრო ტყვეებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ სავარაუდო სამხედრო დანაშაულებთან და არაადამიანურ მოპყრობასთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სომხეთის ტერიტორიული მთლიანობა სრულად უნდა იქნას დაცული და ხაზი გაუსვა ევროკავშირის მზადყოფნას უფრო აქტიურად ჩაერთოს რეგიონში გაჭიანურებული კონფლიქტების მოგვარების პროცესი.
მოუწოდა აზერბაიჯანის ხელისუფლებას დაუყოვნებლივ გაიყვანოს ჯარი სომხეთის ტერიტორიის ყველა ნაწილიდან და გაათავისუფლოს მათ კონტროლის ქვეშ მყოფი სამხედრო ტყვეები, მკაცრად დაგმეს აზერბაიჯანის მიერ ლაჩინის დერეფნის უკანონო ბლოკადა, რომელიც არღვევს 2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივ დეკლარაციას და ქმის მიზანმიმართულ ჰუმანიტარულ კრიზისს მთიანი ყარაბაღის მოსახლეობისთვის.
საპარლამენტო ასამბლეამ აზერბაიჯანის ხელისუფლებას მოსთხოვა დაუყოვნებლივ აღედგინა ლაჩინის დერეფნის გავლით გადაადგილების თავისუფლება და შეახსენა, რომ მხოლოდ დიპლომატიური საშუალებებითა შესაძლებელი კონფლიქტის სამართლიანი და სტაბილური გადაწყვეტას, რაც სარგებელს მოუტანს სომხეთისა და აზერბაიჯანის მოსახლეობას.







