
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა ეუთოს მინსკის ჯგუფის სხდომაზე მისი გამოსვლა Twitter-ის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა და საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა იმოქმედოს და გულგრილად არ მოეპყრან ალყაში მოქცეული ხალხის ბედ-იღბალს.
„ჰუმანიტარული კრიზისი დღითიდღე ღრმავდება. ჩვენ არ შეგვიძლია გვერდზე გავდგეთ და ვუყუროთ, როცა ხალხი ნელ-ნელა შიმშილით კვდება პოლიტიკური თამაშებისა და შესაძლოა გეოპოლიტიკური მოსაზრებების გამო. მოქმედების დრო ახლაა“, – წერს მირზოიანი.







