მთავარიპოლიტიკა

აზერბაიჯანმა უნდა შეწყვიტოს ლაჩინის დერეფნის ბლოკადა  –  ევროპარლამენტმა მთიან ყარაბაღთან  დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა მიიღო გადაუდებელი რეზოლუცია „მთიანი ყარაბაღის ბლოკადის ჰუმანიტარული შედეგების შესახებ“.

პარლამენტი გმობს მძიმე ჰუმანიტარულ კრიზისს, რომელიც გამოწვეულია აზერბაიჯანის თვითგამოცხადებული გარემოსდამცველების მიერ მთიან ყარაბაღში ლაჩინის დერეფნის ამჟამინდელი ბლოკადით.

იმის გათვალისწინებით, რომ დერეფანი არის ერთადერთი გზა, რომელიც აკავშირებს მთიან ყარაბაღს სომხეთთან და გარე სამყაროსთან, ევროპარლამენტარები მოუწოდებენ აზერბაიჯანს დაუყოვნებლივ გახსნას იგი, რათა უზრუნველყოფილი იქნას  თავისუფალი გადაადგილება და ხელმისაწვდომობა საჭირო საქონელსა და მომსახურებაზე.

რეზოლუციაში ხაზგასმულია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ყოვლისმომცველი სამშვიდობო შეთანხმების აუცილებლობა, რომელიც გარანტირებული იქნება მთიანი ყარაბაღის სომეხი მოსახლეობის უფლებებსა და უსაფრთხოებაზე. იგი მოუწოდებს, საერთაშორისო ორგანიზაციები დაშვებულნი იქნენ რეგიონში საჭირო ჰუმანიტარული დახმარების უზრუნველსაყოფად, ხოლო გაეროს ან ეუთოს ფაქტების დამდგენი მისია გაემგზავროს ლაჩინის დერეფანში ადგილზე ჰუმანიტარული სიტუაციის შესაფასებლად.

ამასთან, ევროპარლამენტის წევრები გმობენ რეგიონში მყოფი რუსი სამშვიდობოების „უმოქმედობას“ და მიიჩნევენ, რომ ისინი უნდა ჩანაცვლონ ეუთოს საერთაშორისო სამშვიდობოებმა. ისინი ასევე მოუწოდებენ ევროკავშირს, უზრუნველყოს, რომ მთიანი ყარაბაღის მოსახლეობა  არ გახდნენ მძევლად  „ბაქოს ქმედებების, რუსეთის დესტრუქციული როლის ან მინსკის ჯგუფის უმოქმედობის გამო“.

ნახეთ მეტი
Back to top button