საერთაშორისო

საგარეჯოს ტრაგედია, ეს სისტემის ჩავარდნაა- პარტია „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ -ლიდერი

როგორც ქართული მედია იუწყება დღეს, დილით საქართველოს მოსახლეობა შესძრა საგარეჯოში მომხდარმა ტრაგედიამ, მომხდარი შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა 5 და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი 5 ადამიანი. გარდაცვლილთაგან 1 პოლიციელი, 4 კი იმ კორპუსის მცხოვრებია, სადაც ყოფილმა სამხედრომ ცეცხლი გახსნა.

გამოძიების ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან რამდენიმე გასროლა 1974 წელს დაბადებულმა ნ.ა.-მ განახორციელა.

მათივე ცნობით, აღნიშნულმა პირმა, მოგვიანებით, სპეცდანიშნულების რაზმის გამოჩენისთანავე, სავარაუდოდ, თვითლიკვიდაცია განახორციელა.

დაღუპულების ოჯახებს სამძიმარი განუცხადეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პარლამენტის სპიკერმა ირაკლი კობახიძემ და სხვა თანამდებობის პირებმა.

პარტია „ანა დოლიძე  – ხალხისთვის“ ლიდერი, ანა დოლიძე სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახებს და აღნიშნავს, რომ საგარეჯოში მომხდარი ტრაგედია თავდაცვისა და ჯანდაცვის სამინისტროს სისტემურ ჩავარდნაზე მიუთითებს. ფსიქიკური ჯანმრთელობის მთელი რიგი პროგრამები, რომლებიც მუშაობდნენ საქრთველოში 2013 წლიდან აღარ არსებობენ, რა მოუვიდა ამ პროგრამებს, არავინ არ იცის. საზოგადოებაში მოსახლეობის პულსზე ხელი უნდა ედოს სოციალურ სამსახურსაც, რომელიც დღესდღეობით მხოლოდ ცუდ დაფინანსებასა და ხელშეწყობაზე წუწუნებს – წერს ანა დოლიძე.

ნახეთ მეტი
Back to top button