საზოგადოება
სომხეთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყნებს შორისაა

სომხეთის ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, სომხეთი მსოფლიოს ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების რეიტინგში მოხვდა და 142 ქვეყანას შორის მე-7 პოზიციას იკავებს.
ამ სიაში პირველ ადგილზე ყატარია, სომხეთის შემდეგ კი მე-8 ადგილზეა იაპონია, მე-9 შვეიცარია, ათეულში კი ბაჰრეინი.
უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყნების უსაფრთხოების მაჩვენებლები ასევე პირდაპირ გავლენას ახდენენ ეკონომიკურ პოტენციალზე და საინვესტიციო მიმზიდველობაზე.







