საერთაშორისო

რაკლი კობახიძის განცხადება რუსეთთან ვაჭრობაზე – ფაქტჩეკი

“ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საქართველო-რუსეთის ვაჭრობის, ასევე CNN-ის წამყვანის, ქრისტინ ამანპურის მიერ ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის დასმული კითხვის შესახებ გააკეთა კომენტარი. წერს „ბმ.გე“.

https://bm.ge/ka/article/irakli-kobaxidzis-gancxadeba-

ირაკლი კობახიძის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუკი საქართველო მართლაც გაიტანდა სანქცირებულ პროდუქციას რუსეთის ფედერაციაში, ამ შემთხვევაში ექსპორტი არა 7%-ით, არამედ გაცილებით უფრო დიდი ტემპით გაიზრდებოდა. ამასთანავე, კობახიძე ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ რუსეთში ექსპორტის უდიდესი ნაწილი ალკოჰოლურ სასმელებზე მოდის.

იმპორტის მხრივ კი კობახიძე საუბრობს იმაზე, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა 2022 წელს რუსეთიდან იმპორტი მაღალი ტემპით გაზარდეს, თუმცა მმართველი პარტიის თავმჯდომარე არ ახსენებს იმას, რომ საქართველომ რუსეთიდან იმპორტი 79%-ით გაზარდა და ის გასულ წელს 1.83 მილიარდ დოლარს შეადგენდა. ამასთან, გაიზარდა დამოკიდებულება რუსულ საწვავზე. თუკი 2021 წელს რუსული ნავთობი მოხმარების 16%-ს შეადგენდა, 2022 წელს საქართველოსთვის რუსეთის წილი საწვავის მოწოდებაში 47%-მდე გაიზარდა.

“შეგახსენებთ, რომ ვიდრე ჩვენს ქვეყანას რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების შენარჩუნების გამო კიცხავენ, ევროკავშირის ქვეყნები რუსეთს იმპორტირებულ საქონელში ყოველდღიურად (!) ასეულობით მილიონ ევროს უხდიან. ამასთან, 2022 წლის თებერვალ-აგვისტოში, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გერმანიაში რუსეთიდან იმპორტი გაიზარდა 33 პროცენტით, პოლონეთში – 24 პროცენტით, იტალიაში – 100 პროცენტით, საფრანგეთში – 84 პროცენტით, ნიდერლანდებში – 51 პროცენტით, ბელგიაში – 78 პროცენტით, უნგრეთში – 132 პროცენტით, საბერძნეთში – 142 პროცენტით, ესპანეთში – 51 პროცენტით, ავსტრიაში – 139 პროცენტით, სლოვაკეთში – 71 პროცენტით, ბულგარეთში – 116 პროცენტით, რუმინეთში – 55 პროცენტით, ჩეხეთში – 31 პროცენტით, სლოვენიაში – 346 პროცენტით, ხორვატიაში – 68 პროცენტით, კვიპროსში – 138 პროცენტით, ხოლო ლუქსემბურგში – 262 პროცენტით,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ნახეთ მეტი
Back to top button