პოლიტიკა
საქართველო საუკეთესო პლატფორმაა სომხურ-აზერბაიჯანული მოლაპარაკებებისთვის – გია ვოლსკი

საქართველო საუკეთესო პლატფორმაა სომხურ-აზერბაიჯანული მოლაპარაკებებისთვის. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
„ჩვენ განსაკუთრებული ურთიერთობა გვაქვს როგორც აზერბაიჯანთან, ასევე სომხეთთან. საქართველოში ორივე ეროვნების ბევრი ადამიანი ცხოვრობს. საქართველოს როლს ამ ქვეყნებს შორის ურთიერთობების მოწესრიგებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მას მხარს უჭერს საერთაშორისო თანამეგობრობა“, – განაცხადა მან.







