კულტურა

სულ მალე თბილისის სომხური თეატრი მაყურებელს ახალაშენებულ შენობაში მიიღებს

თბილისის პეტროს ადამიანის სახელობის სახელმწიფო სომხური დრამატული თეატრი მაყურებელს ახალაშენებულ შენობაში მაისში მიიღებს. ამის შესახებ Jnews-თან საუბარში თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა არმენ ბაიანდურიანმა განაცხადა. „შევედით შენობაში, მიმდინარეობს ინტერიერის მოპირკეთების სამუშაოები. მსახიობები  რეპეტიციებს გადიან, ანუ დასი სახლში დაბრუნდა, გახსნისთვის ვემზადებით, მაისში თუ ვერ მოვახერხეთ, სექტემბერში გავაკეთებთ. რა თქმა უნდა, გვაქვს  სპექტაკლები, მაგალითად,  ქვემო ქართლში ვითამაშეთ საახალწლო სპექტაკლები, ვემზადებით ახალციხის მაყურებლის წინაშე საბავშვო სპექტაკლის წარსადგენად, ვიყავით სომხეთში, მარტში კი ვაპირებთ მონაწილეობას ინდოეთის თეატრალურ ფესტივალში“.

ნახეთ მეტი
Back to top button