საზოგადოება

ჩემი შვილის აჩრდილი თან წამოგყვებათ, აღიარეთ, ვინ დაგავალათ ისტორიის გაყალბება – გარდაცვლილი ფეხბურთელის მამა

,,მეტრონომი.გე” წერს, რომ თბილისის გენერალურ პროკურატურასთან გარდაცვლილი ფეხბურთელის ოჯახის წევრები და ადვოკატები არიან შეკრებილები. ისინი ამბობენ, რომ არსებობს კონკრეტული მტკიცებულებები, რომ ვახტანგ ჩარკვიანის გარდარვალება ნარკოტიკების ზედოზირებამ გამოიწვია.

ადვოკატებმა ადგილზე ხელმოწერები შეაგროვეს და აპირებენ შუამდგომლობით მიმართონ გენერალურ პროკურატურას, რომ დამატებითი გარემოებების შესახებ მოკვლევა დაიწყოს და ასევე მოითხოვენ პასუხისგებაში მიეცეს არა მხოლოდ ექთანი, არა ის 10-მდე ადამიანი, რომელთაც შემხებლობა ჰქონდათ კორონავირუსის დიაგნოზით კლინიკაში მიყვანილ 20 წლის ფეხბურთელთან.

ვახტანგ ჩარკვიანის მამა ექთანს, რომელსაც შსს-მ ბრალდება წარუდგინა, მოუწოდებს, აღიაროს, თუ ვინ დაავალა ისტორიის გაყალბება

“ვისაც წვლილი მიუძღვის ჩემი შვილის მკვლელობაში, ყველა უნდა მოხვდეს საბრალდებო სკამზე. ეს იქნება გულგრილობა, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, უკანონოდ ნარკოტიკების ბრუნვა, დაუდევრობა, ადამიანის განსაცდელში მიტოვება, სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობა. არ შეეშლებათ პატივცემულ პროკურორებს. არ გავჩედები! ქალბატონმა დეა ბეგიაშვილმა ისტორია გააყალბა, თორე ჩემი შვილის მკვლელობაში მონაწილეობა მას არ მიუღია. მას არ გაუკეთებია ის ნარკოტიკული საშუალებები. მას დაავალეს და ვინ დაავალა, აღიაროს ის. პატივცემულო დეა, მე არც გეკარები, არც მოგეკარები, მაგრამ ჩემი შვილის აჩრდილი თან წამოგყვებათ“, – ამბობს გარდაცვლილი ფეხბურთელის მამა.

დღეს ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნა გახდა ცნობილი, რითაქც დადასტურდა, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი ნარკოტიკების ზედოზირებით გარდაიცვალა.

ოჯახი ასევე კიდევ ერთ საგანგაშო ვერსიაზე საუბრობს. მათი თქმით, რომ სამედიცინო დოკუმენტების ჩანაწერებში არის გარკვეული უზუსტობები, რაც აჩენს ეჭვს, რომ მედიკოსები სამედიცინო დაწესებულებიდან ნარკოტიკულ საშუალებებს ჰყიდდნენ.

ნახეთ მეტი
Back to top button