საზოგადოება

აზერბაიჯანის სექტემბრის აგრესიის შედეგად სომხურ მხარეს 224 მსხვერპლი ჰყავს, მათგან 3 მშვიდობიანი მოქალაქეა.

სომხეთის  საგამოძიებო კომიტეტის მთავარ სამხედრო საგამოძიებო განყოფილებაში 2022 წლის შედეგები შეჯამდა. გამოძიების შედეგები იქნა გამოქვეყნებული აზერბაიჯანის მიერ სომხეთის რესპუბლიკის სუვერენულ ტერიტორიაზე 13-14 სექტემბერს განხორციელებულ სამხედრო აგრესიის თაობაზე.  ამის შესახებ განცხადება სომხეთის საგამოძიებო კომიტეტმა გაავრცელა.

შესაბამისად, აღნიშნულ აგრესიის ფაქტზე სსკ-ის 140-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-2 პუნქტით და 149-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაწყებული სისხლის სამართლის საქმის წინასწარი გამოძიების მიმდინარეობისას, ვაიოც ძორში, გეღარქუნიკში, სიუნიქის რეგიონებში ჩატარდა დანაშაულის ადგილის 100-მდე შემოწმება. გამოვლინდა თემებში მიყენებული ზარალი. დანგრეული ან დაზიანებული სათემო კანცელარიის შენობა, სახანძრო-სამაშველო ჯგუფის შენობა, სკოლა, 3 სასტუმრო სახლი, საბანკეტო დარბაზი, 100-ზე მეტი კერძო რეზიდენცია, პირუტყვის ფარეხები, სათბური, ათამდე სამოქალაქო მანქანა, გზატკეცილი, დამწვარია ბალახისა და ტყის დიდი ფართობები, ბაღები, და ა.შ.

გარდა ამისა, დაზიანდა აღნიშნულ რაიონებში განთავსებული 6 სამხედრო ნაწილი, სამხედრო ობიექტი და ტექნიკა, მათ შორის 2 სამედიცინო მომსახურების მანქანა. სისხლის სამართლის პროცესის ფარგლებში დაინიშნა 7 ათეულზეე მეტი სასამართლო-ფეთქებადი-ტექნიკური, სახანძრო-ტექნიკური, სამშენებლო-ტექნიკური, სასაქონლო კომპლექსური, ასევე ბოტანიკური ექსპერტიზა.

წინასწარი გამოძიების დროს დაზარალებულად ცნო და დაიკითხა 600-ზე მეტი პირი, დაიკითხა 1000-ზე მეტი მოწმე, დაინიშნა ცხედრების 224 ექსპერტიზა, ასევე 98 სასამართლო გენეტიკური და 350-ზე მეტი სასამართლო ექსპერტიზა.

გამოძიების შედეგად მოპოვებული მონაცემებით, აზერბაიჯანის მიერ განხორციელებული აგრესიის შედეგად სომხურ მხარეს 224 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 3 მშვიდობიანი მოქალაქე, ხოლო 3 სამხედროს ადგილსამყოფელი უცნობია.

სომხეთის რესპუბლიკის სუვერენული ტერიტორიის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის დროს, სომხეთის რესპუბლიკის საგამოძიებო კომიტეტის განყოფილებებში აღიძრა კიდევ 23 სისხლის სამართლის საქმე აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეების მიერ ჩადენილი სხვადასხვა დანაშაულის შესახებ.

ნახეთ მეტი
Back to top button