პოლიტიკა

“ალიევი არ არის პრეზიდენტი, ის მაფიის ლიდერია” – ტოფიგ იაგუბლუ

,,ნეტგაზეთი.გე” წერს, რომ “ეს არის ბანდიტების ხელისუფლება. პოლიციელები ბანდიტები არიან, რამდენჯერ წავუყვანივარ, გზაში და პოლიციის განყოფილებაში მაწამებდნენ. შიმშილობა უკიდურესი ფორმაა, მაგრამ ამ ქვეყანში არ არსებობს სასამართლო, პროკურატურა, პარლამენტი, პრეზიდენტი.  ალიევი არ არის პრეზიდენტი, ის მაფიის ლიდერია”, – ამბობს ტოფიგ იაგუბლუ, აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი ციხიდან გამოსვლის შემდეგ.

ოპოზიციური პარტია დემოკრატიული ძალების ნაციონალური საბჭოსა და პარტია “მუსავატის” წევრი ტოფიგ იაგუბლუ 30 დღით დააკავეს 2022 წლის 23 დეკემბერს, ბაქოში აქციის მსვლელობისას პოლიციის დაუმორჩლებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის ბალდებით.

პროტესტის ნიშნად იაგუბლუმ 2023 წლის 5 იანვარს შიმშილობა გამოაცხადა.

აზერბაიჯანის ხელისუფლება, ილჰამ ალიევის ხელმძღვანელობით, რეჟიმისადმი კრიტიკულად განწყობილ პოლიტიკოსებს, აქტივისტებს, უფლებამდამცველებსა და ჟურნალისტებს სხვადასხვა, მათ შორის ყველაზე ხშირა ,აკავებს და ასამართლებს ნარკოტიკების მოხმარების ან გადასახადების დამალვის ბრალდებით. ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის ყველაზე ცუდი მდგომარეობა აზერბაიჯანშია, რასაც ასევე მოწმობს საერთაშორისო ანგარიშები.

ნახეთ მეტი
Back to top button