პოლიტიკა

გიორგი მუმლაძისგან მივიღე შეთავაზება გამარჯვების შემთხვევაში ენმ-ის გენერალური მდივნის პოსტის დაკავების შესახებ – დავით სააკაშვილი

,,მთავარი არხი” წერს, რომ მიხეილ სააკაშვილის ძმის, დავით სააკაშვილის ინფორმაციით, გიორგი მუმლაძე ენმ-ს თავმჯდომარეობის შემთხვევაში, მას ენმ-ს გენერალური მდივნის პოსტის დაკავებას სთავაზობს: 

“გიორგი მუმლაძისგან მივიღე შეთავაზება გამარჯვების შემთხვევაში ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის პოსტის დაკავების შესახებ. დასამალი არ არის, რომ მიშას გათავისუფლებისთვის სხვადასხვა აქტივობებში მჭიდროდ ვთანამშრომლობ გიორგისთან, მის მეგობრებთან და თანამოაზრეებთან, რადგან მათი თავგანწირული და გულწრფელი ბრძოლა ჩემი აზრით, რეალურ შედეგზეა ორიენტირებულია.
ახლა  ჩემი და ჩემი ოჯახის ფიქრები და განწყობები დაკავშირებულია მიშას ჯანმრთელობისა და სიცოცხლის გადარჩენასთან. შესაბამისად, მთლიანად ვართ კონცენტრირებული ჩვენი ოჯახისა და საზოგადოების დიდი ნაწილის ამ ეგზისტენციალურ პრობლემაზე. 
მინდა მთელი გულით წარმატებები ვუსურვო ყველა კანდიდატს, ჩემი ხმა გიორგის.  
შემოთავაზებას რაც შეეხება კონკრეტული გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია, არაა მარტივი და დრო მჭირდება. 
აუცილებლად ჩავთვალე ამის შესახებ თქვენთვის მემცნო.” წერს დავით სააკაშვილი.

შეგახსენებთ, პარტიის თავმჯდომარის არჩევნები ენმ-ში 28-29 იანვარს ჩატარდება. ამომრჩევლების რეგისტრაცია დღეს დასრულდა. რეგისტრირებულია 49 756 პირი.  კანდიდატი ოთხია – ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, გიორგი მუმლაძე და ნონა მამულაშვილი.

ნახეთ მეტი
Back to top button