პოლიტიკა

“თქვენი გამარჯვება, ჩვენი გამარჯვება იქნება!” – სალომე ზურაბიშვილი ზელენსკის

,,მეტრონომე.გე” წერს, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის დაბადების დღეს ულოცავს და წერს, რომ უკრაინის გამარჯვება საქართველოს გამარჯვება იქნება.

,,ბატონო პრეზიდენტო, გილოცავთ დაბადების დღეს და გისურვებთ, რომ მომავალი დაბადების დღე თავისუფალ და გაერთიანებულ უკრაინაში გეზეიმოთ! გისურვებთ სიძლიერესა და გამძლეობას თავისუფლებისა და სუვერენიტეტისათვის ამ დაუღალავ ბრძოლაში! თქვენი გამარჯვება, ჩვენი გამარჯვება იქნება! დიდება უკრაინას!”, – წერს სალომე ზურაბიშვილი ,,ტვიტერის” გვერდზე.

ნახეთ მეტი
Back to top button