პოლიტიკა

ლაჩინის დერეფანი უნდა განიბლოკოს  – ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

დიდი ბრიტანეთის თემთა პალატაში გაიმართა სპეციალური დისკუსია აზერბაიჯანის მიერ ლაჩინის დერეფნის ბლოკადასა და მის ჰუმანიტარულ შედეგებზე. დეპუტატების გამოსვლებში იყო მოწოდებები ალიევის რეჟიმის წინააღმდეგ სანქციების დაწესების, აზერბაიჯანზე ზეწოლის განხორციელების შესახებ, ხოლო მთიანი ყარაბაღის ბლოკადა და აზერბაიჯანის განზრახვა განახორციელოს ეთნიკური წმენდა არცახში, შეფასდა, როგორც სომხების გენოციდის გაგრძელება.

დიდი ბრიტანეთი-აზერბაიჯანის მეგობრობის ჯგუფის წევრებმა განაცხადეს, რომ კონფლიქტი გრძელდება 1990-იანი წლებიდან, რომ მთიანი ყარაბაღი განიხილება აზერბაიჯანის საერთაშორისოდ აღიარებულ ტერიტორიად, მაგრამ მას აკონტროლებენ სომხები, ამიტომ აუცილებელია გავითვალისწინოთ აზერბაიჯანის ინტერესები, რაც უპირველეს ყოვლისა მდგომარეობს ტერიტორიების განაღმვაში, რათა შესაძლებელი გახდეს ლტოლვილების დაბრუნება.

განცხადებების შემდეგ, პარლამენტის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის საკითხებში დევიდ რატლიმ აღნიშნა:

„დიდი ბრიტანეთი მხარს უჭერს აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის ქმედებებს. მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი ძალიან რთულია, ბრიტანეთის მთავრობა აქტიურად თანამშრომლობს ორივე ქვეყნის მთავრობებთან. კონფლიქტს ვერ ექნება სამხედრო გადაწყვეტა, ის დიპლომატიური გზით უნდა მოგვარდეს.

ბრიტანეთის მთავრობა უბრალოდ აცხადებს, რომ აზერბაიჯანის მთავრობამ უნდა განბლოკოს ლაჩინის დერეფანი. ბაქოს ხელისუფლებასთან ამ საკითხის განხილვაში ჩართულია ბრიტანეთის ელჩი აზერბაიჯანშიც. უახლოეს მომავალში ლეო დოჰერტი ჯეიჰუნ ბაირამოვს გაესაუბრება. ჩვენი გზავნილი ნათელია: ლაჩინის დერეფანი უნდა განიბლოკოს, მშვიდობა მიღწეული უნდა იქნას  მოლაპარაკებების გზით.

ჩვენ მხარს ვუჭერთ საერთაშორისო ძალისხმევას, მათ შორის ევროკავშირსა და ეუთოს. დიდი ბრიტანეთის მთავრობა აქტიურ კავშირშია ჰუმანიტარულ ორგანიზაციებთან, მათ შორის წითელ ჯვართან და ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას არასამთავრობო ორგანიზაციებთან ადგილზე. ბრიტანეთის მთავრობამ ჰუმანიტარული დახმარებისთვის 350 000 ფუნტი გამოყო.

სამხედრო ტყვეები სამშობლოში უნდა დაბრუნდნენ, ჩვენც ამ საკითხს წინ ვწევთ. დიდი ბრიტანეთის მთავრობა იცავს გენოციდის პრევენციის კონვენციას.

დიდმა ბრიტანეთმა არ დაბლოკა გაეროს უშიშროების საბჭოს მოქმედი პრეზიდენტის განცხადება ლაჩინის დერეფნის შესახებ. ამ ეტაპზე აზერბაიჯანის წინააღმდეგ სანქციების დაწესების საკითხს ვერ განვიხილავთ. ჩვენ მივესალმებით სომხეთში ევროკავშირის სამოქალაქო მისიის განთავსებას“, – განაცხადა დევიდ რატლიმ.

ნახეთ მეტი
Back to top button