საერთაშორისო

ქართულ-პოლონური საწარმოს მიერ დრონების სატესტო ჩვენება გაიმართა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ქართულ-პოლონური საწარმოს – შპს „დელტა-ვებეს“ მიერ WARMATE-ისა (კამიკაძე) და FLYEYE-ის სადაზვერვო ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების სადემონსტრაციო ფრენას მხარდამჭერი ცენტრის – “კრწანისის” სასროლეთზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის მინისტრთან ჯუანშერ ბურჭულაძესთან, შინაგან საქმეთა მინისტრთან ვახტანგ გომელაურთან და თავდაცვის ძალების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საბრძოლო და სადაზვერვო უპილოტო საფრენმა აპარატებმა საცდელი ფრენა წარმატებით განახორციელეს.

ნახეთ მეტი
Back to top button