მთავარიპოლიტიკა

ბაქომ  განაღმა სომხეთის სუვერენული ტერიტორია:   სომხური მხარე ეხმაურება აზერბაიჯანის მოთხოვნებს ჰააგაში

სომხეთის წარმომადგენელი საერთაშორისო სამართლებრივ საკითხებში ეღიშე კირაკოსიანი გამოეხმაურა აზერბაიჯანის ცრუ განცხადებებს ჰააგაში, რომ სომხეთი ახორციელებს ნაღმების ტრანსპორტირებას ლაჩინის დერეფნის გავლით და ათავსებს მათ დასახლებებთან ახლოს.

როგორც “არმენპრესი” იუწყება, კირაკოსიანმა აღნიშნა, რომ ბაქომ ეს ნაღმები სომხეთის სუვერენული ტერიტორიიდან შეაგროვა გაეროს საერთაშორისო სასამართლოში აზერბაიჯანის მიერ სომხეთის წინააღმდეგ წარდგენილი სარჩელის განხილვისას.

„სომხეთმა ნაღმები განათავსა თავის სუვერენულ ტერიტორიაზე წმინდა თავდაცვითი მიზნებისთვის, აზერბაიჯანის განმეორებითი აგრესიის გათვალისწინებით. სომხეთი არ ათავსებს ნაღმებს თავისი სუვერენული ტერიტორიის გარეთ, განსაკუთრებით სამოქალაქო ტერიტორიებზე და არ ცდილობს მოქალაქეების ეროვნული  ნიშან-თვისებების მიხედვით  სამიზნედ გამოყენებას.  აზერბაიჯანმა ნაღმები შეაგროვა სომხეთის სუვერენული ტერიტორიიდან, რომელიც აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ 2021-2022 წლებში იქნა ოკუპირებული. ამიტომ, აზერბაიჯანი ცდილობს შექმნას ცრუ მტკიცებულებათა ბაზა იმ ნაღმების საფუძველზე, რომელიც შეაგროვა უკანონო აგრესიის შემდეგ, რათა გაამართლოს თავისი შუამდგომლობა. ეს შუამდგომლობა უსაფუძვლოა. იმედი მაქვს, რომ სასამართლო არ დაუშვებს, რომ აზერბაიჯანმა  ბოროტად გამოიყენოს სასამართლო პროცესი და ცდილობს გაამართლოს  საკუთარი უკანონო ქმედებები“, – განაცხადა კირაკოსიანმა.

მისი თქმით, აზერბაიჯანის მოთხოვნა არის კიდევ ერთი აშკარა მცდელობა, გადაიტანოს ყურადღება მისი დანაშაულებისგან. კირაკოსიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აზერბაიჯანმა პეტიცია სომხეთის პეტიციის 6 დღის შემდეგ წარადგინა, მიუხედავად იმისა, რომ მისი სავარაუდო მტკიცებულებების უმეტეს  ნაწილს ის  თვეების განმავლობაში ფლობდა.

ნახეთ მეტი
Back to top button