ეკონომიკამთავარი

სომხეთის ეკონომიკური აქტივობის ინდექსი გასულ წელს 14,2 პროცენტით გაიზარდა

სომხეთის ეკონომიკური აქტივობის ინდექსი 2022 წლის 12 თვეში 2021 წელთან შედარებით 14,2 პროცენტით გაიზარდა. “არმენპრესის” ინფორმაციით, ამის შესახებ სომხეთის სტატისტიკური კომიტეტის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები ადასტურებს.

სამრეწველო პროდუქციის მოცულობა გასულ წელთან შედარებით 2021 წელთან შედარებით 7,8 პროცენტით გაიზარდა. სოფლის მეურნეობის მთლიანი პროდუქციის მოცულობა წინა წლის 12 თვეში 0,4 პროცენტით გაიზარდა.

გასულ წელს სამშენებლო მოცულობების 12,5 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა, ხოლო 2022 წლის იანვარ-დეკემბერში სავაჭრო ბრუნვის ზრდამ 2021 წელთან შედარებით 17 პროცენტი შეადგინა.

2022 წელს გაწეული მომსახურების მოცულობა 2021 წელთან შედარებით 28,2 პროცენტით გაიზარდა.

რაც შეეხება სამომხმარებლო ფასებს, 2022 წელს სამომხმარებლო ფასების ინდექსი 8,6 პროცენტით გაიზარდა. ხოლო სამრეწველო პროდუქციის ფასების ინდექსი –  2,6 პროცენტით.  ელექტროენერგიის წარმოების მოცულობა წინა წლის 12 თვეში 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16,1 პროცენტით გაიზარდა.

სომხეთში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 2022 წლის იანვარ-დეკემბერში 15,5 პროცენტით გაიზარდა და 235 ათას 576 დრამი (595,39$ )შეადგინა. ამასთან, სახელმწიფო სექტორში ზრდამ 4,3%,  186 ათას 940 დრამი (472,00 $)  შეადგინა, არასახელმწიფო სექტორში მატება 19% ანუ  256 ათას 733 დრამია (648,86 $).

2022 წელს, 2021 წელთან შედარებით, საგარეო სავაჭრო ბრუნვის მოცულობაში 68,6 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა, ექსპორტი 77,7 პროცენტით, იმპორტი კი –  63,5 პროცენტით  გაიზარდა

დრამის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 2022 წლის იანვარ-დეკემბერში 435,67 იყო.

ნახეთ მეტი
Back to top button