ეკონომიკა

სომხეთში უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ შეტანილი დეპოზიტები 96 პროცენტზე მეტით გაიზარდა

2022 წლის შედეგად სომხეთში დეპოზიტები დაახლოებით 43 პროცენტით გაიზარდა, შარშან არარეზიდენტების დეპოზიტებს ზრდის მაღალი ტემპი ჰქონდა და წლის ბოლომდე 1 მილიარდ 287 მილიონი დრამი (დაახლოებით 3 217 500 აშშ დოლარი) შეადგინა. ამის შესახებ „არმენპრეს“-ის კითხვის საპასუხოდ პრესკონფერენციაზე განაცხადა სომხეთის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარემ, მარტინ გალსტიანმა. https://armenpress.am/arm/news/1102979.html? „დეპოზიტები გაიზარდა დაახლოებით 43 პროცენტით, საიდანაც რეზიდენტების დეპოზიტების ზრდამ 29.4 პროცენტი შეადგინა, არარეზიდენტების დეპოზიტების ზრდამ 96.3 პროცენტი», – განაცხადა გალსტიანმა.

რაც შეეხება რეზიდენტების დეპოზიტებს, მან აღნიშნა, რომ სარეზერვო ინდექსი 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 3 მილიარდ 370 მილიონი დრამი (დაახლოებით 8 425 000 აშშ დოლარი) იყო, ხოლო არარეზიდენტების 1 მილიარდ 287 მილიონი დრამი (დაახლოებით 3 217 500 აშშ დოლარი). „ძირითადად, არარეზიდენტების დეპოზიტებს ჰქონდათ ზრდის მაღალი ტემპი“, – აღნიშნა ცენტრალური ბანკის თავმჯდომარემ.

გასული წლის განმავლობაში გაიზარდა დაკრედიტებაც. ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის თქმით, კურსის ეფექტის გამოკლებით, დაახლოებით 15 პროცენტი იქნება. ძირითადი ზრდა რეზიდენტებზე გაცემული სესხების ხარჯზე მოხდა.

ნახეთ მეტი
Back to top button