კულტურა

ტეხასის სომხური ეკლესია 2022 წელს აშშ-ში საუკეთესო ნაგებობად აღიარეს

ავტორიტეტულ ვებგვერდ world-architects.com-ის მიხედვით ტეხასის სომხური ეკლესია 2022 წელს აშშ-ის საუკეთესო ნაგებობად აღიარეს.  

წმინდა სარქისის სომხურმა ეკლესიამ, რომელიც მდებარეობს დალასის ჩრდილოეთ გარეუბანში, კეროლტონში, ყველაზე მეტი ხმა მიიღო 2022 წლის აშშ-ის წლის საუკეთესო შენობების კონკურსში.

წმინდა სარქისის სომხური ეკლესია აკურთხეს გასულ წელს, 2022 წლის 23 აპრილს, ხოლო პირველი საკვირაო წირვა ერთი დღის შემდეგ, 24 აპრილს, 1915 წლის სომეხთა გენოციდის 1,5 მილიონი მსხვერპლის ხსენების დღეს გაიმართა.

ეკლესიის პროტოტიპია  VII საუკუნეში შექმნილი წმიდა ჰრიფსიმეს ტაძარი, მას აქვს ლამაზი და უნიკალური არქიტექტურა.

შარშანა იგივე ჯილდო გადაეცა  მარტინ ლუთერ კინგი უმცროსის მემორიალს (Martin Luther King Jr. Memorial) დედაქალაქ ვაშინგტონში.

ნახეთ მეტი
Back to top button