საზოგადოება

ბლოკადის გამო, სულ მცირე, 5103-მა ადამიანმა დაკარგა სამსახური და შემოსავლის წყარო არცახში

აზერბაიჯანის ხელისუფლების აგენტებს ტერორისტული ქმედებებით 52 დღის განმავლობაში ბლოკადის პირობებში 120 000 არცახელი მძევლად ჰყავთ აყვანილი. https://news.am/arm/news/742481.html? ბლოკადის გამო, არცახის 120000 მოსახლეობა (მათ შორის, დაახლოებით 30000 ბავშვი, 20000 მოხუცებული, 9000 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი) განიცდის მრავალ გასაჭირს და მათ სხვა უფლებების დარღვევასთან ერთად, ემუქრებათ არასწორი კვებისა და მოყინვის მაღალი რისკი.

ბლოკადაში არსებული საკვების ნაკლებობის გამო, 9 იანვრიდან 41 საბავშვო ბაღი და 20 სასწავლო დაწესებულება დაიხურა.

5528 ბავშვი ვეღარ ახერხებს საბავშვო ბაღში სიარულს, რაც მოკლებულია სათანადო მოვლისა და კვების შესაძლებლობას.

შექმნილი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო, სულ მცირე, 5 103-მა ადამიანმა დაკარგა სამსახური და შემოსავლის წყარო.

20400 ტონაზე მეტი სასიცოცხლო მნიშვნელობის საქონელი მიაღწევდა არცახს, რომ არა ბლოკადა, რომლის დროსაც მხოლოდ მცირე ნაწილი იქნა მიტანილი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისა და რუსეთის სამშვიდობო ძალების მიერ.

ბლოკადის დაწყებიდან, მსოფლიოს მრავალმა ქვეყანამ და საერთაშორისო ორგანიზაციამ დაგმო აზერბაიჯანის ქმედებები და ბლოკადის მოხსნისკენ მოუწოდა. საკითხი განიხილებოდა გაეროს უშიშროების საბჭოშიც, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აზერბაიჯანს დაავალა მიიღოს ყველა საჭირო და საკმარისი ზომა ბლოკადის აღმოსაფხვრელად, საკითხი მალე განიხილება გაეროს იუსტიციის საერთაშორისო სასამართლოს (ჰააგა) მიერ – რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის წარმოების ფარგლებში.

ნახეთ მეტი
Back to top button