პოლიტიკა

ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნების პრემიერ-მინისტრები გაზის საერთო ბაზარს განიხილავენ

ევრაზიის ეკონომიკური კავშირის  ქვეყნების პრემიერ-მინისტრები  განიხილავენ გაზის საერთო ბაზრის ფორმირების შესახებ შეთანხმების პროექტის მომზადებას ევრაზიის მთავრობათაშორისი საბჭოს სხდომაზე, რომელიც ალმა-ატაში გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს „რადარი“.

მთავრობათაშორისი საბჭოს სხდომა 2-3 თებერვალს ალმა-ატაში, არსებული ფორმატით გაიმართება.

ასევე ცნობილია, რომ ევრაზიის ეკონომიკური კომისია სამთავრობათაშორისო საბჭოს წევრებს მიაწვდის ინფორმაციასერთობლივი პროექტის განხორციელების შესახებ წევრ ქვეყნებში მაკროეკონომიკური მდგომარეობის, მდგრადი ეკონომიკური განვითარების, დაჩქარებული სარკინიგზო  და მულტიმოდალური გადაზიდვების განხორციელების შესახებ.  

ნახეთ მეტი
Back to top button